“ედისონ რისერჩი” – საქართველოს მოსახლეობის 64% მხარს უჭერს აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას ქვეყანაში

როგორც მან განმარტა, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას, როგორც ქვეყნის დაცულობის ერთ-ერთ გზას, თავიანთ სტატიებში არაერთი ქართველი მკვლევარი განიხილავს:

„ძალიან დამაინტერესა მოსახლეობის აზრმა ამ საკითხთან მიმართებით და მინდა გაგიზიაროთ. კითხვა დავსვით ასე: მომხრე ხართ თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას ამერიკული სამხედრო ბაზა? მე-5 კვლევის შედეგმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 64% არის მომხრე, რომ საქართველოში გაიხსნას აშშ-ის სამხედრო ბაზა. 36% უარყოფითად უყურებს ამ საკითხს და იმასაც ვიტყოდი, რომ გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა მოსახლეობის პროცენტი, რომელიც მომხრეა, რომ საქართველოში გაიხსნას აშშ-ის ბაზა”.

ნინო ჯაფარიძის თანახმად, მსგავს შეკითხვას ერთი წლის წინანდელ გამოკითხვაში დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 51%-მა. ის არ გამორიცხავს, რომ მხარდამჭერთა ზრდა გაპირობებული იყოს მთიანი ყარაბაღის საკითხზე დაპირისპირების გამწვავებითა და ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობით. გასათვალისწინებელია, რომ „ედისონ რისერჩის“ გამოკვლევის მე-5 ტალღა 25 სექტემბერი – 7 ოქტომბრის შუალედში ჩატარდა:

„შესაძლებელია, ამ კონტექსტშიც საქართველოს მოსახლეობა არ გრძნობს თავს დაცულად“.

უახლოეს ხანში რადიო თავისუფლება შემოგთავაზებთ ნინო ჯაფარიძესთან ვრცელი ინტერვიუს ჩანაწერს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.