ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად, საქართველოსთვის 150 მილიონი ევროა გათვალისწინებული. მეზობლობისა და გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირი ფინანსურ დახმარებას სულ 10 ქვეყანას გაუწევს. გამოყოფილი საკრედიტო პაკეტის მოცულობა სამ მილიარდ ევროს შეადგენს.

თანხის პირველი ნაწილის გამოყოფა ევროკომისიას და მიმღები ქვეყნების მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებისთანავე მოხდება. მეორე ტრანშის კი მემორანდუმში გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში განხორციელდება.  

ყველაზე დიდი, მილიარდ 200 მილიონი ევროს კრედიტი უკრაინისთვის არის გათვალისწინებული. ევროკავშირის დახმარებას ასევე მიიღებენ მოლდოვა, ტუნისი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ნაწილი. დახმარების პაკეტი ევროპარლამენტმა 5 მაისს დაჩქარებულ რეჟიმში დაამტკიცა. გადაწყვეტილებას 547 ევრო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.