ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვალისა და დეფიციტის ლიმიტი დროებით გაუქმდა

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დროებით გაუქმდეს სახელმწიფოს ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის ლიმიტი.

ამის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისით დაზიანებული ეკონომიკისთვის მასტიმულირებელი პაკეტების შეზღუდვის თავიდან აცილებაა.

ლიმიტის დროებით გასაუქმებლად წევრი ქვეყნების მინისტრებმა ხმა მისცეს ევროკომისიის წინადადებას, რომლითაც ამოქმედდა სტაბილურობისა და ზრდის პაქტიდან გამოსვლის მექანიზმი.

“ამგვარად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეძლებენ, მიიღონ ყველა სათანადო ზომა კრიზისის სათანადოდ სამართავად,” – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

1997 წელს მიღებული პაქტი ევროკავშირის ქვეყნებს ავალდებულებს, მათმა სახელმწიფო ვალმა არ გადააჭარბოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს, ბიუჯეტის დეფიციტმა კი მშპ-ს 3%-ს.

tabula.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.