ევროკავშირის ძირითადი ენა ფრანგული გახდება – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი მიიცბნევს, რომ ბრიტანეტის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ევროკავშირის ძირითადი ენა ფრანგული უნდა გახდეს. The Wall Street Journal -ის ინფორმაციით მაკრონი მიიცნევს, რომ 1973 წლამდე არსებულ სიტუაციას უნდა დაუბრუნდნენ ევროკავშირში, როდესაც ძირითადი დოკუმენტაცია და სამართალწარმოება ფრანგულ ენაზე ხორციელდებოდა. დღეს დღეობით ევროპის სამართალწარმოებაში 81% ინგლისური გამოიყენება, 5% კი ფრანგულუ, ამასთან ევროკავშირში ყველაზე პოპულარული ენა ინგლისურია, მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად 24 ენა ითვლება, ინგლისურად კი საუბრობენ მხოლოდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და მალტაზე, ეს ევროკავშირის მოსახლეობის 1,2 %-ია. სწორად ამიტომ, საფრანგეთის ხელმძღვანელობა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში ენის საკითხს დააყენებს.

pirveliradio.ge

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.