ევროკავშირი და ამერიკა აფხაზეთის ე.წ. “არჩევნებზე” ერთობლივი განცხადების ტექსტს ავრცელებენ

ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ არ აღიარებენ ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნების” ლეგიტიმურობას, რომელიც საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2020 წლის 22 მარტს გაიმართა.

Peter Stano@ExtSpoxEU

🇬🇪

Georgia: EU doesn’t recognise so called “elections” in breakaway region of #Abkhazia & firmly supports territorial integrity & sovereignty in line w/international law. The EU will continue to pursue its policy of non-recognition and engagement. https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage_en/76346/Georgia:%20Statement%20by%20the%20Spokesperson%20on%20the%20so-called%20presidential%20elections%20in%20the%20Georgian%20breakaway%20region%20of%20Abkhazia …Georgia: Statement by the Spokesperson on the so-called presidential elections in the Georgian…EEAS – European External Action Service – European Union External Actioneeas.europa.eu8311:05 AM – Mar 23, 2020Twitter Ads info and privacy63 people are talking about this

“ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით,” ნათქვამია განცხადებაში.

“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებს,” ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

amerikiskhma.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.