ევროკომისია: „საქართველოში ელიტური კორუფცია შეშფოთების საგნად რჩება“

“საქართველოში ელიტური კორუფცია შეშფოთების საგნად რჩება“, – ამის შესახებ ნათქვამია უვიზო მიმოსვლის თაობაზე ევროკომისიის უკანასკნელ ანგარიშში „მესამე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში“.

„საქართველო აგრძელებს ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას, თუმცა ელიტური კორუფცია შეშფოთების საგნად რჩება. 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყო გამოძიება 71 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ხოლო 133 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 2019 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში 48 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და 52 პირი“, – ნათქვამია ანგარიშში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.