ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას აფრთხილებენ, რომ რუსეთს პანდემიასთან ბრძოლისას სანქციებისგან თავის დაღწევა სურს

ევროპის კავშირის პარლამენტის წევრების ერთმა ჯგუფმა წერილი მისწერა ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს და გააფრთხილა ისინი, რომ რუსეთი, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, ცდილობს თავის მიერ გაწეული დახმარება გამოიყენოს ევროკავშირის მიერ მისთვის დაწესებული სანქციებისგან თავის დასაღწევად.

წერილი, რომელიც რადიო თავისუფლებამ იხილა, დათარიღებულია 3 აპრილით. ის გაეგზავნა ევროკომისიას და ევროპის კავშირის საბჭოს, ასევე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ ჯოზეფ ბორელს.

მასში ავტორები ხაზს უსვამენ, რომ წინ აღუდგნენ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ყოველგვარ გადასინჯვას ან გაუქმებას პანდემიასთან კავშირში. “ჩვენ შევიტყვეთ, რომ რუსეთის ფედერაცია მიმართავს საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიებს, როგორიცაა, მაგალითად, იტალიაში ძნელად მოსახმარი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, ან გაეროს ოფიციალური პირების გამოსვლების არასწორი ინტერპრეტაცია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ევროკავშირის ხელმძღვანელობის და ბლოკის წევრების პოზიციებზე სანქციებთან დაკავშირებით”.

თუმცა წერილში ეს ნახსენები არაა, რადიო თავისუფლებას წყარომ ამცნო, რომ წერილი უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას “დიდი ოცეულის” წევრებისადმი. პუტინის წინადადებით, ყოველგვარი საერთაშორისო სანქციები უნდა გაუქმდეს. ამგვარი იდეით გამოვიდა უფრო ადრე რუსეთის ფედერაციათა საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩოვი.

წერილში, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტის 19 წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის დაწესებული სანქციები რუსეთს არ უშლის ხელს დაიცვას თავისი ხალხის ჯანმრთელობა და წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლაში, რადგან სანქციები არ ეხება სამედიცინო საქონელს. დოკუმენტის ავტორები დასძენენ, რომ სანქციები გაუქმდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებითი წინსვლა იქნება მიღწეული მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებაში.

“რადიო თავისუფლება”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.