ევროპარლამენტარები ზურაბიშვილს: უგულავას გათავისუფლება პროცესის ნორმალიზებისთვის უდიდესი ნაბიჯი იქნება

11 ევროპარლამენტარი 5 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, კონსერვატორები, სახალხო პარტია, სოც-დემოკრატები, მწვანეები და ლიბერალები, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ურჩევენ, რომ გამოიყენოს მისი უფლებამოსილება და გაათავისუფლოს “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა.

მათი თქმით, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც ტესტი ოპოზციიასა და ხელისუფლებას შორის მირწეული შეთანხმების განსახორციელებლად.

ევროპარლამენტარების წერილში ნათქვამია, რომ ისინი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევას მიესალმებიან, ევროპარლამენტარები მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ აღნიშული შეთანხმების შესრულება ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ნორმალიზებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც  ხელს ვაწერთ ამ წერილს, გვსურს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება. ეს პოზიტიური ახალი ამბავი გახდა იმედის მომცემი, რომ საქართველო შეძლებს პროგრესის გაგრძელებას საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის განხორციელების გზაზე.

საქართველოს ბევრმა მეგობარმა და გულმხურვალე მხარდამჭერმა გამოხატა შეშფოთება ზოგიერთი მოვლენის მიმართ, რამაც გამოიწვია გაზრდილი პოლარიზება და ანტაგონიზმი, განსაკუთრებით ბოლო თვეებში. ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ამ სამწუხარო პროცესში იყო გიგი უგულავას, „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის დაპატიმრება.

შეთანხმების სრული შესრულება ამ წერილში და სულისკვეთებაც გადამწყვეტი იქნება საქართველოში წლევანდელი მნიშვნელოვანი არჩევნების ფონზე პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებისა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად. ვიდრე მთავრობა და ოპოზიცია განაგრძობენ უთანხმოებას ამაზე და სხვა საქმეებზე. მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, განვიხილოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების საკითხი, განსაკუთრებით გიგი უგულავას საქმის მიმართ, რომლის გათავისუფლებაც განიხილება ერთობლივი შეთანხმების შესრულების ტესტად. დარწმუნებული ვართ, რომ ამგვარი ქმედება იქნება უდიდესი ნაბიჯი სრული ნორმალიზებისთვის, რასაც საქართველოს  მეგობრები, ჩვენს მსგავსად, მოუთმენლად ველით“,-ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.