ევროპარლამენტარებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილის მართვის რუსულ სტილს დაუკავშირეს

ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, როგორც საქართველოს მთავარი პრობლემა – ევროპარლამენტარებმა პირველად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მართვის რუსულ სტილს დაუკავშირეს.

მსგავსი განცხადებები დღეს ევროპარლამენტში ისმოდა, სადაც ევროპელ დეპუტატებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

„მეც და ძალიან ბევრი ადამიანი ვართ შეშფოთებული, რადგან თუ ბიძინა ივანიშვილს აქვს ინტერესი ან მისი პრიორიტეტია ევროკავშირისა და ნატოს წევრობის გზაზე მიმავალი, აქტიურად მიმავალი საქართველო იხილოს, პირადად  მე არასდროს მინახავს ევროკავშირის პლატფორმებზე, პარლამენტი ძალიან კარგი ტრიბუნაა, რომ ისაუბრო მნიშვნელოვან საკითხებზე. ძალიან პოზიტიური იქნება, რომ საქართველოსთვისაც თუ მმართველი პარტიის ლიდერი შეძლებს წარმოაჩინოს თავი აქ პარლამენტის წევრებისა და ლიდერების წინაშე. შეშფოთებული ვარ იმ პოლიტიკის გამოც, როდესაც ადამიანებს  უფრო და უფრო უცრუვდებათ იმედი. როდესაც უფრო მეტი თავდასხმაა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებაზე. ამ ყველაფერს კრემლის პოლიტიკაში ვხედავთ. თუნდაც ეკლესიის გამოყენებას ევროკავშირის წინააღმდეგ იარაღად. ეს ჩვენ შეშფოთებას იწვევს დa არ ეხმარება საქართველოს მეგობრებს, რომ პროცესი წინ წავიდეს“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა რასა იუკნიავიჩენემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.