ევროპარლამენტარი კუბილიუსი: საქართველოში არ დარჩა პარტია, რომელსაც მთავრობა სამართლებრივად არ დევნის

ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოში აღარ დარჩა ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთავრობა სამართლებრივად არ დევნის. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების გამო არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარები არიან შეშფოთებული.

“რა ინფორმაციაც გვაქვს, იმას თუ დავეყრდნობით, აღარ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიული განვითარება ქვეყანაში საფრთხის ქვეშაა”, — განაცხადა მან.

კუბილიუსი აღნიშნავს, რომ მათთვის, მსგავსი რამის ყურება “ძალიან მტკივნეულია” და კარგი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა ამ შეშფოთებას გაიზიარებს.

უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა, რის გამოც ოპოზიციამ მთავრობასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და აქციები დაანონსა. მათი თქმით, ეს არის პოლიტიკური დევნაა.

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა. მასთან ერთად შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს, რაზეც გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირი 2018 წლის თებერვალში დამნაშავედ სცეს. გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

on.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.