ევროპარლამენტარი: სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სახეზეა დეგრადაცია და დემოგრაფიული კოლაფსი

ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ადგილზე  სახეზეა დეგრადაცია და დემოგრაფიული კოლაფსი. მან სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სანქციებმა დადებითი შედეგები არ მოიტანა.

“ღრმად შეშფოთებული ვარ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების გამო. შეშფოთებული ვარ ევროკავშირის მიერ სიტუაციის არასათანადოდ შეფასების გამო. სანქციებმა დადებითი შედეგები არ მოიტანა, მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს, უიმედოდაა, ხშირია მათი გატაცების ფაქტებიც. კოლეგებო, ევროკავშირი განაგრძობს ამ საკითხზე  მუშაობას.

10 წლის განმავლობაში ჩვენ ვამზადებთ და ვიღებთ რეზოლუციებს. საკითხის მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განხილვა ხდება, რადგან ვერ ხერხდება მოლაპარაკების წარმოება. ამ დროს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ხალხი ისევ უკიდურეს გაჭირვებაშია. სახეზეა დეგრადაცია და დემოგრაფიული კოლაფსი.  რატომ არ ვიწყებთ რეგიონის განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ სკოლებს, მოვაწყოთ საავადმყოფოები და დავეხმაროთ ინფრასტრუქტურის განვითარებას. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიმართ, მაგრამ მოდით, ვიმოქმედოთ”,-განაცხადა ევროპარლამენტარმა, რომლის თარგმანს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.