ევროპარლამენტის რეზოლუცია და კრიტიკული გზავნილები საქართველოს

კრიტიკული გზავნილები, რომლებიც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ისმოდა, დღეს უკვე ოფიციალურ დოკუმენტში ჩაიწერა. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ბრიუსელში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც დააფიქსირეს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური განცხადება, რომელზეც გუშინდელ სხდომაზე ხმამაღლა საუბრობდნენ. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შუალედურ ანგარიშში ქვეყნის პროგრესთან ერთად, შიდა პოლიტიკურ და სამართლებრივ გამოწვევებზეცაა საუბარი. 

ოლიგარქიული მმართველობა, პოლიტიკური პატიმრები და კლანური სასამართლო – ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება ევროპარლამენტში. კრიტიკული განცხადებებით დეპუტატებმა “ქართული ოცნება” პირდაპირ გააფრთხილეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს.

ევროპარლამენტარების კრიტიკული განცხადებები ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ საქართველოს სტარტეგიულ პარტნიორნებს კარგად ესმით მოახლოებული არჩევნების ისტორიული კონტექსტი. 

 

მიხეილ სესიაშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.