ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით წარმოებული სასამართლოს საქმეების გამო, შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ მომზადებულ ანგარიშსს ევროპარლამენტი საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, 19 მაისს განიხილავს. ამის შესახებ ევროპარლამენტის დღის წესრიგთან მიმაგრებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტის შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

„ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით წარმოებული სასამართლოს საქმეების გამო, რომელმაც ხელი შეუწყო უნდობლობის ზრდას და დაძაბულობის გაღრმავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე ხელი შეუწყო პოლარიზაციას საზოგადოებასა და პოლიტიკაში“,- ნათქვამია დოკუმენტში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.