ევროპარლამენტმა საქართველოს შესაძლოა, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები დაუწესოს – ვანო მაჭავარიანი

“ქართული ოცნების“ ხელისუფლება მორიგ სკანდალში გაეხვა. 2013 წლის შემდეგ, ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტმა მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას წითელი შუქი აუნთო და “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია რეზოლუციის ტექსტის შინაარსმა, რომელშიც ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველოში არსებული ვითარება არაობიექტურად იყო შეფასებული.

რა იქნება დასავლელი პარტნიორების შემდეგი ნაბიჯი? – ევროპარლამენტი “ქართულ ოცნებას“ მორიგ სიუპრიზს უმზადებს და ივანიშვილის ხელისუფლებას პოლიტიკურ-ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს?

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის მიერ “ქართული ოცნების“ ეგიდით მომზადებული რეზოლუციის ჩაგდებას, შესაძლოა, მმართველი პარტიის მთავრობის მიმართ სანქციების დაწესება მოჰყვეს.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, საქართველოს ხელისუფლებას არ აპატიებს.

“ქართული ოცნება“ და მისი დღევანდელი ხელისუფლება  ვერ აცნობიერებს იმას, რომ მას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები აქვს აღებული ევროპული ქვეყნების წინაშე. საქართველო უხეშად არღვევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. “ქართული ოცნება“ უარს ამბობს, საქართველოში არსებული პრობლემების გამოსწორებაზე და თვითიზოლაციისკენ მიდის.

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ევროპარლამენტის მხრიდან ისმის და კიდევ უფრო მწვავედ დაისმება “ქართული ოცნების“ მიმართ სერიოზული კითხვები. შესაძლოა, ევროპარლამენტმა საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სანქციები დაუწესოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. გააჩნია, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, რაზე წავა “ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ინფორმაციისთვის, 13 თებერვალს ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტმა, რომელიც განიხილავს, რამდენად პროგრესულად ასრულებს საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ნაკისრ ვალდებულებებს, “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული რეზოლუცია დღეს ჩააგდო. საქართველოსთან მიმართებით მსგავსი პრეცენდენტი 2013 წელს დაფიქსირდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

https://2020news.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.