“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი: ხალხის ხარჯზე აკეთებენ ეკონომიას

ფოთში მრავალშვილიანი ოჯახები მატერიალურ დახმარებას მარტის თვიდან მიიღებენ. მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციით, ამ მიზნით ფოთის ბიუჯეტიდან 180 ათასი ლარი დაიხარჯება.

ყველა ოჯახი, მათ შორის ფოთში რეგისტრირებული დევნილი, ახალშობილზე ერთჯერადად 100 ლარს მიიღებს. გრძელდება ასევე ყოველთვიური დახმარება 3 და მეტშვილიან ოჯახებზე:

3 შვილიანი ოჯახი_ 50 ლარი ;
4 შვილიანი ოჯახი _ 100ლარი ;
5 შვილიანი ოჯახი _190ლარი;
6 შვილიანი ოჯახი _ 220ლარი ;
7 შვილიანი ოჯახი _ 300ლარი ;
8 და მეტშვილიანი ოჯახი_450ლარი.

„ევროპული საქართველოს“ ფოთის ორგნიზაციის თავმჯდომარე , ვახტანგ დარცმელიძე აცხადეს, რომ მიმდინარე წელს მატერიალური დახმარება ორი თვის დაგვიანებით იმიტომ გაიცემა ,რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ არის, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელფასები გაიორმაგეს:

„ეს პროგრამები „ქართული ოცნების“ შემუშავებული არაა, წინა ხელისუფლების მიერ არის განხორციელებული,მაშინ საკრებულოს წევრი ვიყავი. „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ის გააკეთა რომ მრავალშვილიანების დახმარების პროგრამა 2თვით შეაჩერა, ვითომ იმ მოტივით, რომ გააუმჯობესებდნენ ამ პროექტს და თანხებს გაზრდიდნენ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ეკონომია გააკეთეს, რადგან ხელფასები გაიორმაგეს და შესაბამისი სახსრები არ გააჩნიათ . ჩემი და სხვა ოპოზიციონერების ზეწოლის შედეგად ისევ დაამტკიცეს იგივე პროგრამა. თუმცა შეცვალეს მრავალშვილიანი ოჯახის შვილების ასაკი, მანამდე მოზარდი 18 წლამდე იღებდა დახმარებას, ახლა 17 წლამდე ჩაწერეს, ეტყობა აქაც ეკონომია გააკეთეს ხალხის ხარჯზე“ _ განაცხადა ვახტანგ დარცმელიძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.