ეკა ბესელიას 7 პუნქტიანი გეგმა – რას სთავაზობს დეპუტატი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს

გუშინ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ არჩევამ ქვეყნის დემოკრატიის და დამოუკიდებელი სასამართლოს იდეას მძიმე დარტყმა მიაყენა – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ეკა ბესელიამ 7 პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც, მისი თქმით კრიზისიდან გამოსავალია.

1. უნდა შეჩერდეს დარჩენილ ვაკანსიებზე უზენაეს სასამართლოში ისუტიციის საბჭოს მიერ არჩევა მოსამართლეების და ასევე უნდა შეაჩეროს პრალამენტმა პროცესი.

2. საკონსტიტუციო სასამართლომაც უნდა შეაჩეროს ის ნორმები, რომლის საფუძველზე ახალ იუსტიციის საბჭოში მორიგ შერჩევას ახორციელებს.

3. შემდეგ კვირას მე წარვადგენ ახალ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი არის თავსებადი და ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ვენეციის კომისიამ, ეუთო-ოდირის, ევროკავშირის მომხსენებლებისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი დოკუმენტით იყო ნაკარნახევი. ეს რეკომენდაციები ისახავს მიზნად, რომ იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს ამ კანდიდატთა სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა კანონპროექტში ცვილებების შეტანა.

4. პარლამენტმა უნდა განიხილოს და მიიღოს რეზოლუცია კლანური მმართველობის თაობაზე.

5. უნდა ჩატარდეს კენჭისყრა და გამოწვეული უნდა იქნენ იუსტიციის საბჭოს წევრები.

6. უნდა შედგეს ყველა პოლიტიკურ პრატიასთან წერილობითი შეთანხმება, ვინც იქნება მომავალ პარლამენტში, რომ მხარი დაუჭირონ შეთანხმებას რათა კონსტიოტუციაში შევიდეს ცვლილება და გაუქმდეს უვადო მოსამართლეთა არჩევა.

7. უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და გადაწყვეტილების წესი.

13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა შალვა თადუმაძესა და გიორგი მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევას მხარი დაუჭირა.

მოსამართლეების არჩევის შემდეგ ეკა ბესელიამ იურიდიული საკითხთა კომიტეტი დატოვა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.