ეკა გიგაური ოქრუაშვილზე: მტკიცებულებები არ არის მყარი და ვხედავთ პოლიტიკურ მოტივებს

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგიაურს შეხვდნენ. ოქრუაშვილის ადვოკატი ამობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ უკანონო დევნა ხორციელდება და მისთვის ბრალის წარდგენა კონსტიტუციის დარღვევით მოხდა, ასევე ადვოკატის თქმით, პროკურატურა საქმის მასალების გაყალბებას ცდილობს და მოწმეებზე ზეწოლას ცდილობს, რათა ყალბი ჩვენებები მოიპოვოს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. მისი თქმით, დაკავებულებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის მყარი და მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„მოგვაწოდეს ინფორმაცია ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაკავებულებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის მყარი და ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ მოტივებს, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილითან დაკავშირებითაც. როდესაც მკვლელობა მოხდა ყველა ჩართული პირი უნდა დასჯილიყო, კითხვა სწორედ ეს არის თუ ამდენი წლის განმავლობაში იცოდნენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ საქმეში ჩართული იყო რატომ წარუდგინეს ახლა ბრალი“,-განაცხადა ეკა გიგაურმა.

ოქრუაშვილის პარტიის წევრები მიიჩენევნ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, ასევე კონსტანტინე კემულარიას თქმით, იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნა აღარ გაგრძელდეს საქართველოში, „გამარჯვებული საქართველოს წევრები“ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდებიან და შემდეგ შეხვედრებს გამართავენ ბრუსელში და ვენაში.

„განვიხილეთ კონკრეტული მოტივები, რითაც დაჩქარებულად მიდის სასამართლო საქმის განხილვა, მიაბეს ახალი საქმე 5 თვის პატიმრობის შემდეგ, რომ ოქრუაშვილი პატიმრობაში ჰყავდეს ივანიშვილს. გავრილოვის საქმე პრაქტიკულად არის დისკრედიტირებული ამ საქმეს თავს ვერ აბამენ ყველა თემაზე ველაპარაკეთ, ჩვენ ვხვდებით სახალხო დამცველს, ვხვდებით ყველა უფლება დამცველს და ამ თვის ბოლოდან გვაქვს შეხვედრები ბრიუსელშიც ვენაშიც და შესაბამისად ხელისუფლება ამ საქმეს ასე ადვილად ვერ გაატარებს“,- განაცხადა კონსტანტინე კემულარიამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია