ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ერდოღანს მოუწოდებს, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება გააუქმოს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს, – ამის შესახებ BBC წერს.

საბჭოს მიერ თურქეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას, წინააღმდეგობას გამოიწვევს.

„აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებით თქვენ თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ. გადაწყვეტილება აუცილებლად შექმნის

გაურკვევლობას, ეჭვებსა და უნდობლობას, რომელიც ძირს გამოუთხრის თქვენს ძალისხმევას, გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ სხვადასხვა რწმენის ადამიანებმა. ურთიერთგაგების, პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარების, ძველი მტრობისა და დანაწევრების თავიდან აცილების მიზნით, მოგმართავთ, გადახედოთ და შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება“ – აღნიშნულია წერილში.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ყველაზე დიდი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციაა, რომელიც 1948 წელს ამსტერდამში დაარსდა. მისი წევრია 350 ქრისტიანული ეკლესია და წარმოადგენს 500 მილიონზე მეტ ქრისტიანს. საბჭოს მთავარი ოფისი შვეიცარიაში, ჟენევაშია განთავსებული.

10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე.

იქამდე, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა.

წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა

1934 წელს, მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე, ის მუზეუმი გახდა და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში აღმოჩნდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.