“ეკონომისტმა” 2018 წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა – ოცნებაში ჩაკარგული საქართველო

გამოცემა “ეკონომისტმა” 2018 წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა. გამოცემა წერს, რომ “წლის ქვეყნის” ჯილდო გადაეცემა არა ყველაზე გავლენიან ან მდიდარ სახელმწიფოს, არამედ იმას, რომელმაც, მათი შეფასებით, ყველაზე მეტად განიცადა პროგრესი.

“პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა სცადა, პრემიერობით გაეხანგრძლივებინა მმართველობის ვადა. ქუჩები პროტესტმა მოიცვა. კორუფციისა და არაკომპეტენტურობის წინააღმდეგ რევოლუციური ტალღის შედეგად ხელისუფლებაში, კანონიერად, როგორც წესი და რიგია ისე, ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა, ქარიზმატული, წვერებიანი ყოფილი ჟურნალისტი და პარლამენტარი. მისმა ალიანსმა 70%-იანი გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში. პუტინის სტილის მმართველობის კანდიდატს უარი უთხრეს; არავინ მოუკლავთ. რუსეთისთვის ჩარევის საშუალება არ მიუციათ”,-ნათქვამია სტატიში.

თუმცა რედაქცია “გაფრთხილებისთვის” წერს: “სომხეთის ტერიტორიული კონფლიქტი აზერბაიჯანთან ჯერაც არ მოგვარებულა და შესაძლოა კვლავ გამწვავდეს. თუმცა უძველეს და ზოგჯერ არასწორად მართულ ქვეყანას მღელვარე რეგიონში დემოკრატიული განვითარებისა და განახლების შანსი აქვს. აი, ამ მიზეზით არის სომხეთი ჩვენი წლის ქვეყანა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.