ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი, ალბათ მხოლოდ 70-75% იქნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, დიდი ალბათობით, ეფექტიანობის მხოლოდ 70-75%-იანი მაჩვენებელი ექნება. ამის შესახებ მან CNN-თან განაცხადა.

“საუკეთესო შედეგი, რაც ვაქცინით ოდესმე მიგვიღია, ეს წითელას ვაქცინა იყო, რომლის ეფექტიანობის მაჩვენებელი 98-97%-ია აქვს. მშვენიერი იქნება, თუკი იგივე შედეგს მივაღწევთ, მაგრამ არ მგონია, ეს მოხდეს. მე პირადად ეფექტიანობის 70-75%-იანი მაჩვენებელიც დამაკმაყოფილებს”, – განაცხადა ფაუჩუმ.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნის შემთხვევაშიც კი, აშშ-ში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შანსები დაბალია, რადგან მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია