“ერდოღანის მუქარა რუსეთს ყველას ჩამოვაგდებ”

სირიის იდლიბის პროვინციაში საბრძოლო მოქმედებები ბოლო დღეებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, ყოველდღიურად ათეულობით მებრძოლი იღუპება დაპირისპირებული მხარეებიდან, რასაც საჰაერო დაბომბვებით დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობაც ემატება.

იდლიბის პროვინციაში შეტევით ოპერაციას სირიის არმია ახორციელებს, რომელსაც აქტიურ მხარდაჭერა უწევს რუსეთის ავიაცია, ასევე რუსული სპეცდანიშნულების რაზმები.

პრეზიდენტ ბაშარ ასადს გაუჩნდა საუკეთესო შანსი აღადგინოს კონტროლო იდლიბის მთელ პროვინციაზე და იქიდან გაყაროს მეზობელი თურქეთის ინტერესების გამტარებელი თურქომანი მებრძოლები.

მაგრამ ეს ძალზე რთული იქნება, რადგან ანკარამ სირიის იდლიბის რაიონში 12 თებერვლის ღამით უკვე გადაისროლა მრავალრიცხოვანი ჯავშანტექნიკა და სირიის არმიას უკვე არამარტო “კალაშნიკოვით” შეიარაღებული პარტიზანები უპირისპირდებიან, არამედ თურქეთის არმიის “ლეოპარდის” ტიპის ტანკებიც.

სირიის არმიის მთავარი უპირატესობა იმაში გახლდათ, რომ საჰაერო სივრცეს მთლიანად აკონტროლებდნენ და საჰაერო დარტყმებს აყენებდნენ პროთურქულ ძალებს, მათ შორის ჰმეიმიმის საჰაერო ბაზიდან აფრენილი ასევე დაგაინტერესებთ რუსული ბომბდამშენების და მოიერიშეების საშუალებით. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა საქვეყნოდ დაიქადნა, რომ იდლიბის თურქულენოვანი მოსახლეობის საჰაერო დაბომბვებს არავის აპატიებს და ყველას ჩამოაგდებს, იქნება ეს სირიელი თუ რუსი პილოტი!

ერდოღანი, რომ სიტყვებს ქარს არ ატანს, მალევე გამოჩნდა – ჯერ იყო და სირიის საბრძოლო შვეულმფრენს მი-35-ს მარცხენა ფრთა “მოტეხეს” საზენიტო ქვემეხიდან ნასროლი ჭურვით, თუმცა ამ “მფრინავმა ნიანგმა” მაინც მოახერხა აეროდრომზე მშვიდობიანად დაშვება (სხვათა შორის ეს შვეულმფრენი მანამდე რუსეთის სამხედრო ბაზის კუთვნილება გახლდათ, ვიდრე სირიელებს გადაულოცავდნენ).

სირიის მეორე შვეულმფრენის მი-8მტ-ს ჩამოგდების ვიდეოკადრებმა კი მსოფლიოს ინტერნეტსივრცე დაიპყრო – მაღალ სიმაღლეზე მფრენ შვეულმფრენს რაკეტის მოხვედრის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და ის რამდენიმე წუთი ვარდებოდა და თან ჰაერში ნაწილებად იშლებოდა.
იმის გამო, რომ შვეულმფრენი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, “იგლასა” თუ “სტინგერის” მოქმედების არეალზე უფრო მაღლა მიფრინავდა, ჩნდება ვერსია, რომ ის მიწიდან კი არ ჩამოაგდეს, არამედ რამდენიმე ათეული კმ-იდან თურქული ფ-16-ის მიერ გაშვებულმა “ჰაერი-ჰაერი” კლასის მართავადმა რაკეტამ იმსხვერპლა.
ფოტო: 

თურქულმა გამნადგურებელმა სირიულ შვეულმფრენს რაკეტა მოარტყა.

ხუთი წლის წინ თურქეთმა უკვე ჩამოაგდო რუსული საფრონტო ბომბდამშენი სუ-24მ, ხოლო კატაპულტირებული და პარაშუტით დაშვებული პილოტი თურქომანმა მებრძოლებმა ჰაერშივე დახვრიტეს, რის გამოც მაშინ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.


მას შემდგომ მოსკოვი და ანკარა თითქოს ერთმანეთს “ჩაეხუტნენ”, ვაშინგტონის გულის გასახეთქად, მაგრამ სირიაში დღეს არსებული უკიდურესად დაძაბული სიტუაციის ფონზე, როდესაც არც ერდოღანი თმობს სირიის იდლიბში მაცხოვრებელ თურქომანებს და არც პუტინი აჩერებს იდლიბის იერიშზე გადასულ ასადს, დიდი ალბათობა არსებობს, რომ ფრონტის ხაზზე რუსულ-თურქული სამხედრო შეჯახებებიც მოხდეს..

https://newsebi.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.