“ერთია ვის რას დაპირდა და მეორეა რას გადაწყვეტს…. ივანიშვილს აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები და არ ჰყავს არც მუდმივი მეგობრები…”

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი “ფეისბუქით” ეხმაურება და წერს:

“ამ ხელისუფლების მიმარ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელიც უტყუარია ყველა შემთხვევაში. ესაა “როგორც ბატონი ბიძინა გადაწყვეტს, ისე იქნება”.

ყველაფერი დანარჩენი არის მკითხაობა. რეალურად არავინ იცის კვირიკაშვილი დარჩება თუ წავა, წულუკიანს მოხსნიან თუ დააწინაურებენ, გახარია გახდება პრემიერი თუ არ გახდება და ა.შ. ეს იცის მარტო ერთმა კაცმა, რომელსაც თან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტი განხილული აქვს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირთან და არა მარტო მათთან, მაგრამ ერთია ვის რას დაპირდა და მეორეა რას გადაწყვეტს საბოლოოდ. ამიტომ გამორიცხული აბსოლუტურად არაფერი არაა. ბიძინა ივანიშვილს აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები და არ ჰყავს არც მუდმივი მეგობრები, არც მუდმივი პარტნიორები და არც მუდმივი მონები.” წერს ზურაბიშვილი.

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.