ერთი ამერიკული სამხედრო გემი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რუსული სამხედრო ფლოტი მთლიანად!

მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე გემმა, სტელსის (უჩინმაჩინის) ტექნოლოგიით აგებულმა ამერიკულმა სამხედრო ნაღმმზიდმა .,,Zumwalt” ატლანტის ოკეანეში გამოცდების ჩაბარება დაიწყო.

91603a1f91e52c85.jpeg

     გარადა იმისა, რომ უჩევულო ფორმა აქვს, მასში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია თავმოყრილი. იგი თვითონ ახდენს საწვავის სინთეზს ზღვის წყლისგან, გააჩნია რელსოტრონები და ლაზერული ქვემეხები; რადარები, ანტენები და გვერდითი ღობეებიც კი სპეციალურ ნიშებში იმალება. საერთო ჯამში, ინჟინრებმა შეძლეს ის, რომ 183 მ სიგრძისა და 14 300 ტონა წყალწყვის გემი რადარზე სათევზაო ხომალდივით გამოიყურება.

0_dc091_b9906b_XL.jpg

   ყველაზე ნოვატორული, რაც არის ამ გემში, მისი ენერგოსისტემაა. მისი ორი აირტურბინა 78 მგვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო  20 კვანძის სიჩქარით მოძრაობის დროს მას დმატებით 58 მგვტ ენერგიის გამომუშავება შეუძლია.

0_180de6_72fd91ca_orig.jpg

     გემი აღჭურვილია ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამშვები 20 მაღაროთი და ორი 155 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით AGS. მათი სროლის სიხშირეა 10 გასროლა წუთში; ჭურვს გააჩნია რეაქტიული ძრავა, რაც 200 კმ მანძილზე სროლის საშუალებას იძლევა. ჭურვის სიჩქარე 825 მ/წმ-ს შეადგენს, რაც ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიერ მის აღმოჩენას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

555737.jpg

   ცეცხლის სიზუსტეზე პასუხისმგებელია სამი უპილოტო ვერტმფრენი MQ-8 Fire Scout. მათ შეუძლიათ, საათობით შეუმჩნევლად ეკიდონ მიზნის ზემოთ და პირდაპის გადასცენ გამოსახულებები გემბანზე. ასევე, ისინი ლაზერით ანათებენ მიზანს, რაც ჭკვიანი ჭურვის მიზანში მოხვედრის 100 პროცენტიან გარანტიას იძლევა. თავდაცვის მიზნით Zumwalt აღჭურვილია გემსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებითა და  ქვემეხებით და შეუძლია სპეცდანიშნულების რაზმების მცირე ჯგუფების გადაყვანა.

     ასეთი ხომალდის ანალოგი მსოფლიოში ჯერ არავის გააჩნია, თიმცა ეს არც არის გასაკვირი – მისი მშენებლობა ხომ 4,3 მილიარდი დოლარი დაუჯდა აშშ-ს მთავრობას.

წყარო:solderoffortune

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.