ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სახელმწიფომ სამოქალაქო პარტნიორობა უნდა აღიაროს

საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის რეგულირებას უარყოფითად აფასებს და მიუთითებს, რომ ამ ფონზე მნიშნელოვანია, ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სახელმწიფომ სამოქალაქო პარტნიორობა აღიაროს.

ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.

„საქართველოში მცხოვრები ლგბტ+ პირებისთვის კვლავ დღის წესრიგში დგას განათლების, დასაქმების, შრომის, სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების საკითხები. სამწუხაროდ, პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული, ხშირად არ ითვალისწინებს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხოლო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებით თემის წევრები ვერ ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს, იმის შედეგია, რომ თემის წევრები არ არიან საკმარისად ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში” – ნათქვამია ანგარიშში.

liberali.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.