ერთ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 165,5 მლნ დოლარით გაიზარდა

საქართველოს სარეზერვო აქტივები გაიზარდა.საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 დეკემბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვებმა 3,294 მლრდ დოლარი შეადგენა. ეს კი 165,5 მლნ დოლარით მეტია წინა თვესთან და 205,6 მლნ დოლარით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

გაზრდილია მთლიანი რეზერვებიც, აქ ზრდამ ერთ თვეში 166,9 მლნ დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკით, 31 დეკემბრის მდგომარეობით რეზერვები 3,493 მლრდ დოლარია. (ნოემბერი – 3,326 მლრდ დოლარი)

ცნობისათვის, გაუფასურებული კურსის შედეგად ინფლაციაზე ზეწოლის გამო, სებ-მა გასული წლის აგვისტო-ნოემბერში სავალუტო აუქციონზე დოლარი სამჯერ გამოიტანა. აგვისტოში 32,8 მლნ დოლარი, სექტემბერში – 40 მლნ დოლარი და ნოემბერში კი 20 მლნ დოლარი გაყიდა. პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7,5%-დან 9%-მდე გაზარდა.

bpn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.