ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქალი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლია – “საქართველოში 5 შვი­ლთან ერთად უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობდ­ნენ”

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაც ჰქონ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი 5 შვი­ლის დედა, 34 წლის ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლია. ის ოჯახ­თან ერ­თად სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რობ­და. მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ლა­ნო­მა და­უდ­გი­ნეს, რის გა­მოც საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ “დე­დე­ბის ფონდმა” ის სამ­კურ­ნა­ლოდ ეს­პა­ნეთ­ში გა­უშ­ვა.

“ქი­მი­ო­თე­რა­პია 17 ათა­სი ლარი ჯდე­ბო­და… ჩვენ მათი გზის ფული და­ვა­ფი­ნან­სეთ. დახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ წა­ვიდ­ნენ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით იქ სხვა დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­და და არ იყო ეს მე­ლა­ნო­მა. და­ი­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა და რო­გორც ჩანს ორ­გა­ნიზ­მმა ვერ გა­უძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, კლი­ნი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ე­მარ­თა, ვერ გე­ტყვით, არ მაქვს მე ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია…

გარ­დაც­ვლილს 5 შვი­ლი დარ­ჩა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან, უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობდ­ნენ… ბავ­შვებს ახლა მამა და მა­მი­და მი­ხე­და­ვენ” – განუცხადა “ამბებს” ფონ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლი­კა წი­ქა­რიშ­ვი­ლმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.