a1595882247

“ეს არის სიდებილე!” – შაქარაშვილის ბიძა ნიკა გვარამიასა და ელისო კილაძეზე

აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ნიკა გვარამიას და ელისო კილაძის ექსპერიმენტს საპასუხო ექსპერიმენტით უპასუხა.

იგი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან ერთად იმ ადგილზე მივიდა, სადაც გუშინ ნიკა გვარამია და ელისო კილაძე იმყოფებოდნენ.

„თქვენ უყურებთ გადაცემებს, უყურებთ არაერთ არასერიოზულ ვერსიას იმ თავგამოდებული ხალხის, რომლებიც ვითომ რაღაცას იძიებენ. ნახეთ, რომ დარბოდნენ აქ დიდი შერლოკ ჰოლმსებივით, შევიდნენ შენობაში, რომელშიც უკვე ქუჩის ძაღლიც აღარ შედის, იმიტომ რომ ყველა ნამყოფია ვისაც არ ეზარებოდა და შიგნით არაფერი არ ხდება. ყველაზე საინტერესო ისაა, აქ რომ ადამიანი მოვა და იქ არ ჩავა, რასაც მე თქვენ გაჩვენებთ და იმ ვერსიას არ გამორიცხავს, იმას საერთოდ გამოძიებაზე როგორ უნდა ილაპარაკოს. მაპატიეთ და ეს არის სიდებილე…“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტთან საუბრისას.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

Tags: No tags

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.