ეს არც რუსეთია, არც აზერბაიჯანი, რაღაც უარესში მოვედით – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მედიის დაშინებას ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით ცდილობს.

როგორც ნინო ჯანგირაშვილმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, სუს-ის მიერ გამოძების დაწყება და მედიებისთვის ჯარიმების დაკისრება მედიის დაშინებას ემსახურება.

„სუს-ის ტექსტის აბზაცები უნდა ვუკითხოთ ხალხს. ისეთი სულისკვეთებაა განცხადებაში, სადღაც უნდა ეწეროს – ჟურნალისტს ჩამოხრჩობა, გვარამიას დახვრეტა. აქ მოვედით უკვე – სიუჟეტის გამო ჟურნალისტზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ. ამას აღარც აზერბაიჯანი ჰქვია, აღარც რუსეთი – უარესში მოვედით. ეს იმას ემსახურება, რომ შეგვეშინდეს ჯარიმის, დაჭერის და ხელფეხშეკრული იყოს მედია, ბექაური გვცემდეს შიშის ზარს”, – აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიას“ ინკასო დაედო – კომპანიის დირექტორის თქმით, გადასახადი ერთ წელზე არ გაუნაწილეს, ხოლო ეს მიდგომა არაერთგვაროვანია. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, „კავკასიაზე“ ბევრად დიდი მოცულობის გადასახადი ორ დიდ ტელეკომპანიას ხუთ წელზე გაუნაწილეს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.