ed74f064169120dcf94871029eda2c2f

“ეს უმაგრესი ამბავი აუცილებლად უნდა იცოდეთ…..”

„სიკეთეს არ სჭირდება აფიშირება და არც საქვეყნოდ მადლობა არ არის საჭირო, თუმცა ამდენი ნეგატივის ფონზე, ეს უმაგრესი ამბავი აუცილებლად უნდა იცოდეს ხალხმა. თემურ ჭყონია უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ლევანიკოს ოჯახს სახლს აუშენებს, თათიას და საბას კი – საცხოვრებელ სახლს გაურემონტებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “სიკეთის ქალაქი” პოსტს აქვეყნებს.

როგორც პოსტში წერია, ბავშვებისთვის ყველანაირი პირობა შეიქმნება, რადგან მათ მშვიდად და მოწესრიგებულად გააგრძელონ ცხოვრება.

„ძალიან სასიხარულო და მაგარი ამბები გვაქვს ამ ბავშვებთან დაკავშირებით. თქვენ ყველამ ნახეთ პატარა ლევანიკოს ისტორია. ბიჭი, რომელსაც წვიმა არ უყვარს, რადგან წვიმის დროს კარადაში სძინავს. ის ყვარელის რაიონში სოფელ თხილისწყაროში ცხოვრობს. მამინაცვალის ძალადობას გამოქცეული თათიას ოჯახმა კი პანკისის ერთ სოფელში, ვიღაცის მიტოვებულ სახლს შეაფარეს თავი. გუშინ, კოკა-კოლას პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ დაგვირეკა და ბავშვების მდგომარეობით დაინტერესდა.

ვუთხარით, რომ ხალხისაგან შეგროვებული თანხით, ამ ოჯახებისათვის საკვების მარაგის პრობლემა უკვე მოხსნილია, თუმცა არ მოხერხდა სახლის პრობლემის მოგვარება. ლევანიკოს სახლი შეკეთებას არ ექვემდებარება, ხოლო თათიას ოჯახის მიერ ამავე სოფელში მოძებნილ ნაგეგობაზე ყვარელის მერიამ შესახლებაზე კი განაცხადა თანხმობა, მაგრამ ის შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, რადგანაც მხოლოდ კედლები და სახურავია და მას რემონტი სჭირდება, რომ ბავშვებმა ადამიანურად იცხოვრონ.

ბატონმა თემურმა გვითხრა, რომ ლევანიკოს ოჯახს ის სახლს აუშენებს, თათიას და საბას იმ შენობას გაურემონტებს რომ ბავშვებმა მშვიდად და მოწესრიგებულად გააგრძელონ ცხოვრება. მართლაც სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად. „სიკეთეს არ სჭირდება აფიშირება და არც საქვეყნოდ მადლობა არ არის საჭირო“, – მთხოვა ბატონმა თემურმა, თუმცა მე არ დავეთანხმე და დღეს, საჯაროდ ვწერ ამ ამბავს, რადგანაც ამდენი ნეგატივის ფონზე, ვთვლი რომ ეს უმაგრესი ამბავი აუცილებლად უნდა იცოდეს ხალხმა.

მადლობა ამ ღვთისნიერ კაცს, რომლის მეშვეობითაც ეს ბავშვები ნორმალურ, ადამიანურ პირობებში იცხოვრებენ. ხვალ კახეთისაკენ მივდივარ… ბავშვებს ახალ, კარგ ამბებსაც მოვუყვები და ხალხისაგან შეგროვებულ საკვებს მივაწვდი… ასევე გავიგებ, რა და როგორ უნდა მოხერხდეს რომ სახლის მშენებლობა დავიწყოთ, გზა და გზა მოგაწვდით ყველა ინფორმაციას სიკეთის ქალაქის ფესბუქ გვერდზე.

პ.ს. კასპში უკვე დასრულებულია ალეკო ბუთხუზის სახლის რემონტი, რომელიც ასევე ბატონი თემურის დამსახურებაა. ხალხისაგან შეგროვებული საკვების მარაგიც უკვე ჩატანილია და ალეკო და მისი ოჯახი უზრუნველყოფილია. ალეკოს ისტორიის შესახებ ვიდეოს იხილავთ 15 თებერვალს მაია სტეფნაძის თოქ-შოუ ”სარკეში“. დიდი მადლობა ქალბატონ მაიას, მან საშუალება მომცა, რომ საჯაროდ მეთქვა მადლობა თითოეული თქვენგანისათვის. ასე ერთად ერთმანის გადარჩენას შევძლებთ“, -იტყობინება „სიკეთის ქალაქის“ ფეისბუქგვერდი.

შეგახსენებთ,  ცოტა ხნის წინ 3 წლის ლევანიკოს და მისი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ისტორია გამოქვეყნდა, სადაც ბავშვები საკმარის საჭმელზე ოცნებობენ და წვიმა არ უყვართ, რადგან წვიმის დროს მათ სახლშიც წვიმს და ბავშვები კარადაში იძინებენ.

https://2020news.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

Tags: No tags

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.