ე.წ. მთის კანონში ცვლილებები შედის – საარჩევნოდ გახსენებული მთაში მცხოვრები მოსახლეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. მთის კანონში ცვლილებები შედის, რითაც მთავრობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, კანონი შეეხება 58 სოფელს და საქართველოს დაახლოებით, 25 ათას მოქალაქეს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ საოკუპაციო ხაზის მიღმა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქების სოციალური პირობების გაუმჯობესება. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით, 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ამ კანონის ძირითადი მიზანი. ესეც იყო ჩვენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ და დარწმუნებული ვართ ეს იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა გახარიამ.

http://bfm.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.