ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს არ სჯერა, რომ საბერძნეთის ეკლესიამ სააღდგომო ლიტურგია გადადო

“სიგიჟეა, აბსურდია, სისულელეა, აბსოლუტურად”, – ასე აფასებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლი, მეუფე ანტონი საბერძნეთის ეკლესიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, აღდგომის დღესასწაული ერთი თვით გადაიდო.

მისივე თქმით, მას არ სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება საბერძნეთის ეკლესიამ მართლა მიიღო.

“არ მჯერა, რომ ასეა, რომ საბერძნეთის ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ბოდვა, ეს სიგიჟეა, სისულელეა აბსოლუტურად. რომც იყოს, ეს აბსურდია. რა წყაროები ვნახე, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. დანარჩენს, გადავრეკავთ ალბათ და მივიღებთ პასუხს”- განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ. ამის თაობაზე ეკლესიის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია.

სინოდის დადგენილებით, 18-დან 19 აპრილის ღამით ჩატარდება აღდგომის წირვა, მაგრამ ყველა ტაძრის კარები დახურული იქნება. ამგვარად, ღვთისმსახურება აღესრულება მრევლის გარეშე.

საზეიმო დღესასწაული გადატანილია სააღდგომო დღესასწაულის 39-ე დღეს, 27 მაისს, მას მერე, რაც, სავარაუდოდ, დასრულდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკარანტინო პერიოდი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.