ვარკეთილში ახალგაზრდას საფანტიდან ესროლეს – თვითმხილველები მომხდარზე საუბრობენ

ვარკეთილში დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია „ოპტიმალ მედიში“ ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, რადგან საფანტიდან ესროლეს. მისი თქმით, დაჭრილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

„საფანტით მიყენებული ჭრილობაა, შესაბამისად, ჭრილობა ერთი არ არის, ნაფლეთოვანი ჭრილობა არის. რამდენია ჭრილობა, რამდენი საფანტი იყო, ამას თვითონ ექსპერტიზა დაადგენს,“ – განაცხადა გიორგი შათირიშვილმა.

18 წლის ახალგაზრდა დღეს ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაჭრეს. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილთან ერთად ორი მისი თანატოლი იმყოფებოდა და გასროლაც სავარაუდოდ მათი მხრიდან განხორციელდა. რის შემდეგაც სასწრაფო გამოიძახეს.

დაჭრილი ახალგაზრდა იმ კორპუსის მაცხოვრებელი არ არის. მომხდარის შესახებ დაჭრილის დედამ ექიმებისგან შეიტყო. მისთვის უცნობია ჰქონდა თუ არა მის შვილს დაპირისპირება თანატოლებთან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია