d790912af9a69fb72e74a9daf36ee508

ვაქცინები უკვე მზად არის, მაგრამ უნდა დაველოდოთ რამდენიმე თვე – თენგიზ ცერცვაძე

ვაქცინები უკვე მზად არის, მაგრამ გადაჭარბებული ოპტიმიზმი არ უნდა გვქონდეს, – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

„ინფექციის დამარცხებისა და პრობლემის რადიკალური გადაჭრის ორი გზა არსებობს – ვაქცინა და მედიკამენტი. ვაქცინები უკვე მზადაა, უკვე დაიწყო აშშ-ში პირველი ვაქცინის გამოცდა, თუმცა არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული ოპტიმიზმი, თვითონ ისინი აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოცდიდან მის ფართო ხმარებაში დანერგვამდე გადის 1 წელი მაინც, ყველაზე კარგ შემთხვევაში – 8-10 თვე მაინც“, – აცხადებს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა მედიკოსებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება შეძლეს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

Tags: No tags

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.