ვაშაძე: მთავრობამ გვითხრა, რომ 199-ევროიანი ბილეთი სჯობს უფასო ჩარტერულ რეისს – სააკაშვილის ჯინაზე ივანიშვილის ხელისუფლებისგან გაღლეტილი ემიგრანტები?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ და განიხილონ მათი შეთავაზება, რომელიც ევროპის ქვეყნებში დარჩენილი თანამოქალაქეების სამშობლოში უფასოდ დაბრუნებას ეხება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების უარი მოქალაქეებისათვის სამშობლოში დაბრუნებაზე უარის თქმას ნიშნავს.

“მთავრობამ, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ 199-ევროიანი ბილეთი სჯობს უფასო ჩარტერულ რეისს. სინამდვილეში კი, ამ ადამიანებს, რომლებიც შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, თანხების გადახდის საშუალება არ აქვთ. თქვენ უარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს კი არ უთხარით, თქვენ უარი თქვენ მოქალაქეებს უთხარით სამშობლოში დაბრუნებაზე. გახსოვდეთ, რომ არცერთი არგუმენტი საზოგადოების მხრიდან მიღებული არ ექნება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს. როგორც ვაშაძე აცხადებს, მოძიებულია ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამშობლოში დასაბრუნებლად დაეხმარება. ამავე ინიციატივით გამოდის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა მზადყოფნა  გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზრუნველყოს. ამ შეთავაზებაზე მთავრობამ უარი თქვა. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.