“ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო” – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

“ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო” – ამ განცხადებას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აკეთებს. როს უილსონი “ოცნების” ხელისუფლების სკანდალს ეხმაურება. საქმე ეხება  სტატიას, რომელიც გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა ფორინ პოლისმა  გამოაქვეყნა და სადაც საუბარია იმაზე, რომ ოცნებისხელისუფლება აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის იმ მოტივით ბლოკავს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი, ამბობს, რომ ის სტატიაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა, შეუძლია თქვა, რომ ამ ფაქტით ვაშინგტონი შეშფოთებულია.

„შემიძლია გითხრათ ის, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის  გამო და იმ პერსპექტივით, რომ არსებული სიტუაცია გაგრძელდება 2019 წელსაც. სწორედ ამიტომ მთხოვეს, ხელმძღვანელის ფუნქცია შევასრულო, რაც ჩემთვის დიდი  პატივია. იმედი მაქვს, რომ შემიძლია, კარგი რამ გავაკეთო შეერთებული შტატებისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი ურთიერთობისთვის,“ – განაცხადა როს უილსონმა.

წყარო: “რუსთავი2”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.