ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს – აშშ-ს საელჩო ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მორიგ გატაცებას ეხმაურება

აშშ-ს საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. 

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 33 წლის ზაზა გახელაძეს ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი დაჭრილი გაიტაცეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.  

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.