პარასკევი, იანვარი 21, 2022
detective
მთავარიმეცნიერებავენერას თავზე გადაფრენისას, კოსმოსურმა ხომალდმა შთამბეჭდავი ვიდეო გადაიღო

ვენერას თავზე გადაფრენისას, კოსმოსურმა ხომალდმა შთამბეჭდავი ვიდეო გადაიღო

ვენერა ტოქსიკური, ნამდვილი კოშმარი პლანეტაა, მაგრამ არის კი მზის სისტემაში სხვა რომელიმე პლანეტა, რომელიც ასე ძლიერ კაშკაშებს?მსგავსი: მზესთან გაგზავნილმა ხომალდმა ვენერას საოცარი…

პასუხი ცალსახად არის „არა“. ვენერა მზის სისტემაში ყველაზე ამერკლავი პლანეტაა და სწორედ ასეთი სიკაშკაშის გამო უწოდებენ მას „ცისკრის ვარსკვლავსაც“. ამის ნათელი დემონსტრაციაა ESA-ს და NASA ხომალდის, Solar Orbiter-ის ვენერას თავზე გადაფრენაც.

9 აგვისტოს, ამ ზონდმა ვენერას ზედაპირიდან 7995 კილომეტრის მანძილზე ჩაიფრინა. ამ მანევრით ხომალდმა ვენერასგან ე. წ. გრავიტაციული დახმარება მიიღო, რათა მზის გარშემო მოძრაობისას შესაბამისი სიჩქარე აიღოს და სწორ ტრაექტორიაზე დადგეს. მომავალში, ზონდი კიდევ ექვს ასეთ მანევრს შეასრულებს.

ამ დროს, Solar Orbiter-ის კამერა პლანეტაზე იყო მორგებული და შესაბამისად, ნებისმიერი საინტერესო რამის დაფიქსირება შეეძლო. ასეთი რამ უცხო არ არის, გრავიტაციული დახმარების მისაღებად, ვენერას თავზე გადაფრენილი აქვთ NASA-ს პარკერის მზის ზონდს და ESA-ს მერკურისკენ გაგზავნილ ზონდ BepiColombo-საც.

ბოლო პერიოდში ვენერა განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მოექცა; გავრცელდა ცნობები, რომ იქ შეიძლება დღემდე მიდიოდეს ვულკანური აქტივობა, ატმოსფეროში დააფიქსირეს უცნაური მოლეკულებიც. მიუხედავად ამისა, ვენერაზე ახლა მხოლოდ ერთი აქტიური ზონდია — იაპონიის „აკაცუკი“ მის ორბიტაზე. შესაბამისად, სხვა ხომალდთა გადაფრენებს და მათ სხვაგვარ ინსტრუმენტებს დამატებითი მონაცემების შეგროვება შეუძლიათ.მსგავსი: ვენერას თავზე გადაფრენისას, NASA-ს ხომალდმა…

ამ გადაფრენებმა ნამდვილად საინტერესო ინფორმაცია მოგვცა. მაგალითად, „პარკერმა“ ვენერას სქელი ღრუბლების მიღმა, ზედაპირზე არსებული წარმონაქმნები დააფიქსირა; არავინ ელოდა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, ეს მოხერხდა და სრულიად მოულოდნელი ცნობებიც მოგვაწოდა.

კიდევ ერთი გადაფრენისას, „პარკერმა“ ვენერადან წამოსული რადიოგამოსხივება დააფიქსირა, რაც პირველი ასეთი ჩანაწერი იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში და ახალი ცნობები მოგვცა იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს მზის ციკლები პლანეტის ატმოსფეროზე.

სწორედ ამიტომ ემზადებოდა Solar Orbiter-ის ჯგუფი დაკვირვებათა ჩასატარებლად მაშინ, როდესაც ზონდი ვენერას ჩაბნელებულ, ღამის მხარეს შემოუფრენდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა — პლანეტა ძალიან, ძალიან კაშკაშაა, რადგან ის მასზე დაცემული მზის სინათლის დაახლოებით 75 პროცენტს აირეკლავს.

ვიდეოში ხედავთ, როგორ გადაიქცევა ამის გამო ვენერა თეთრ, უფერულ ბურთად. ვიდეო ერთი დღის შემდეგ, 10 აგვისტოს, ხომალდმა BepiColombo-მ მაშინ გადაიღო, როდესაც გრავიტაციული დახმარების მისაღებად ვენერას გადაუფრინა.

„იდეალურ შემთხვევაში, პლანეტის ღამის მხარეს გარკვეულ წარმონაქმნთა გარჩევა უნდა შეგვძლებოდა, მაგრამ დღის მხრიდან ზედმეტად ბევრი სიგნალი მოდიოდა“, — ამბობს ასტროფიზიკოსი ფილიპ ჰესი Solar Orbiter-ის ფოტოების შესახებ.

მისივე განცხადებით, ფოტოებზე მხოლოდ დღის მხარის ვერცხლისფერი ანარეკლი ჩან.

უახლოეს თვეებსა და წლებში, Solar Orbiter-ი ვენერას კიდევ ექვსჯერ გადაუფრენს. ვინ იცის, იქნებ სწორედ მაშინ შეძლოს ზონდმა კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება. ამასობაში კი ცნობილი ხდება ისიც, რომ უახლოეს წლებში NASA-ვენერაზე ორ მისიას გაუშვებს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
1,021,943
დადასტურებული შემთხვევები
Updated on January 21, 2022 5:16 am

უახლესი

კოვიდინფიცირებულებისათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

0
კოვიდინფიცირებული პირებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელეს. COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში კოვიდინფიცირებულებს შესაძლებლობა აქვთ, 112-ში...

„მყეფავი ხველა“ დაემატა და ესეც „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში“ – ივანე...

0
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამს 6 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების დროს ე.წ. მყეფავი ხველა“ დაემატა.  ექიმი განმარტავს თუ რას...

„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება“ – სერგეი ლავროვი

0
„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება. დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით,...

“ომიკრონი” 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა – ახალი შტამით ინფიცირების 51 შემთხვევა ქვეყანაში

0
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში...

COVID19

„მყეფავი ხველა“ დაემატა და ესეც „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში“ – ივანე...

0
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამს 6 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების დროს ე.წ. მყეფავი ხველა“ დაემატა.  ექიმი განმარტავს თუ რას ნიშნავს მყეფავი ხველა და რამდენი დღე გრძელდება ის.  „ომიკრონის სიმპტომებს სულ...

“ომიკრონი” 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა – ახალი შტამით ინფიცირების 51 შემთხვევა ქვეყანაში

0
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი 51 - დან, ხუთი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო...

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...