ვენესუელა 1 ლიტრი საწვავის ფასი – $0,01ქვეყნები ყველაზე იაფი ბენზინით მსოფლიოში

საწვავის ფასები იზრდება მთელს მსოფლიოში. საშუალოდ, ბოლო 3 თვის მანძილზე ბენზინი გაძვირდა 6,15%. თუმცა, Bloomberg-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვემა, რომ ამ სიტუაციაშიც კი მსოფლიოში არის ბევრი ქვეყანა, სადაც ბენზინი საკმაოდ იაფია.

 1.ვენესუელა, 1 ლიტრის ფასი –  $0,01

ვენესუელა ნამდვილად არაა ყველაზე მდიდარი და აყვავებული ქვეყანა მსოფლიოში, თუმცა ბენზინი იქ ძალია იაფია, ის ღირს 1 ფინჯან ყავაზე ნაკლები. საშუალოსტატისტიკური ვენესუელელი მოიხმარს წელიწადში 483 ლიტრ ბენზინს.

2. ირანი,  1 ლიტრის ფასი –  $0,01

საერთაშორისო სანქციების წლების შედეგად, ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა ნავთობის გაყიდვით მიღებული ვალუტის შემოდინება. საქმეები მიდიოდა იმდენად ცუდად, რომ 2010 წელს ქვეყანამ საგრძნობლად შეკვეცა სუბსიდიები საწვავზე.

თუმცა ამ ეტაპზე მიდის საუბარი სანქციების მოხსნის შესახებ, ამიტომაც ნავთობის მოპოვება იზრდება, და ბევრი უცხოური კომპანია დაინტერესებულა ნავთობის მოპოვებით ქვეყანაში.

ირანი არის მე-2 მსოფლიოში ბენზინზე დაბალი ფასების მიხედვით, თუმცა შედარებით სუსტი პოზიციები აქვს ბენზინის ხელმისაწვდომობის მხრივ – საშუალო შემოსავალი ქვეყანაში არის 12,90 დოლარი დღეში, შესაბამისად ერთი ლიტრი ბენზინის შესაძენად საშუალო  ირანელს სჭირდება დღიური შემოსავლის 2,01%.

საშუალოდ ირანელი მძღოლი მოიხმარს წელიწადში 325, 55 ლიტრს ბენზინს, რაზეც მას ეხარჯება  შემოსავლის 1,79%. ამ კუთხით ქვეყანა იკავებს 45-ე ადგილს მსოფლიოში.

3. კუვეიტი, 1 ლიტრის ფასი –  $0,35

ქვეყანა,  სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სუბსიდიები ენერგეტიკაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წუხს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შეიძლება აღმოჩდნეს არასახარბიელო მდგომარეობაში, თუ ნავთობის მარაგები ამოიწურება, ხოლო სოციალური პოლიტიკა გაგრძელდება.

კუვეიტი იკავებს მე-5 ადგილს მსოფლიოში ბენზინის მოხმარებოის მხრივ, ხოლო ხელისაწვდომობაში – მე-2-ს.

ქვეყანაში საშუალო შემოსავალია 82,42 დოლარი დღეში,  ერთი ლიტრი ბენზინი ღირს ამ თანხის 0,42%.

საშუალოდ კუვეიტელი  მძღოლი მოიხმარს წელიწადში 960 ლიტრს ბენზინს, რაზეც მას ეხარჯება  შემოსავლის 1,12%. ამ კუთხით ქვეყანა იკავებს 23-ე ადგილს მსოფლიოში.

4. ეგვიპტე, 1 ლიტრის ფასი –  $0,37

ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა მთავრობა  ვერ ამბობს უარს საწვავის სუბსიდირებაზე, თუმცა იძულებულია დაიწყოს მისი შემცირება. ქვეყანაში არის  მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, თუმცა, ეგვიპტე მაინც იძულებულია შემოიტანოს იმპორტული საწვავი.

ბენზინის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ქვეყანა იკავებს 54-ე ადგილს მსოფლიოში – საშუალო დღიური შემოსავალი ეგვიპტეში არის 7 დოლარი, შესაბამისად, ერთი ლიტრი ღირს ამ თანხის 5,29%.

საშუალოდ ეგვიპტელი  მძღოლი მოიხმარს წელიწადში 98,9 ლიტრს ბენზინს, რაზეც მას ეხარჯება  შემოსავლის 1,43%. ამ კუთხით ქვეყანა იკავებს 37-ე ადგილს მსოფლიოში.

5. ნიგერია, 1 ლიტრის ფასი –  $0,45

ნიგერია არის აფრიკის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი, თუმცა ქვეყენაში  ხშირია ბენზინით მომარაგების შეფერხებები, რაც დაკავშირებულია არაეფექტურ მართვასთან.

ნიგერიის ბიუჯეტის 70%  დამოკიდებულია ნავთობზე, ხოლო მთავრობა ახდებს საწვავის სუბსიდირებას. ეს იმდენად ძვირი სიამოვნებაა, რომ მთავრობას არ ყოფნის ფული სანავთობო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის. ბენზინის ხელმისაწვდომობის კუთხით, ნიგერია იკავებს 58 ადგილს მნსოფლიოში  – დღიური შემოსავალია ქვეყანაში 5,21 დოლარია, 1 ლიტრ ბენზინზე  ამ თანხის 8,7%.

საშუალოდ ნიგერიელი  მძღოლი მოიხმარს წელიწადში 54,9  ლიტრს ბენზინს, რაზეც მას ეხარჯება  შემოსავლის 1,31%. ამ კუთხით ქვეყანა იკავებს 35-ე ადგილს მსოფლიოში.

 6. საუდის არაბეთი, 1 ლიტრის ფასი –  $0,54

საუდის არაბეთი ითვლება მსოფლიოში ბენზინის ერთ-ერთ ძირითად მომხარებლად, თუმცა იქაც მძღოლებს აწუხებს ფასებს ზრდა, რომელიც გამოწივია სახელმწიფო სუსიდიების გაუქმებამ.  ამის მიზეზი გახდა 5 წლის მანძილზე საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების სამთავრობო გეგმა.

ბენზინის ხელმისაწვდომობის კუთხით, ნიგერია იკავებს მე-9 ადგილს მნსოფლიოში  – დღიური შემოასვალი ქვეყანაში  62 დოლარი, 1 ლიტრ ბენზინზე იხარჯება  ამ თანხის 0, 88%

საშუალოდ საუდელი  მძღოლი მოიხმარს წელიწადში 1192  ლიტრს ბენზინს, რაზეც მას ეხარჯება  შემოსავლის 2,87%. ამ კუთხით ქვეყანა იკავებს 58-ე ადგილს მსოფლიოში.

7. მალაიზია, 1 ლიტრის ფასი –  $0,57

ამ ქვეყანაში დაბალი ფასები ბენზინზე გამოწვეულია უხვი სახელმწიფო სუბსიდიებით და ნავთობმოპოვებით. ამჟამად ქვეყნის მთავრობა ცდილობს ეკონომიკის დივერსიფიცირებას ისე, რომ ის ნაკლებად იყოს დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე.

ბენზინის ხელმისაწვდომობის კუთხით, ნიგერია იკავებს 28-ე ადგილს მნსოფლიოში  – დღიური შემოასვალია 31,8  დოლარი, 1 ლიტრ ბენზიუნზე იოხარჯება  ამ თანხის 1,78%საშუალოდ მალაიზიელი  მძღოლი მოიხმარს წელიწადში 529  ლიტრს ბენზინს, რაზეც მას ეხარჯება  შემოსავლის 2,56%. ამ კუთხით ქვეყანა იკავებს 58-ე ადგილს მსოფლიოში.

8. ემირატები, 1 ლიტრის ფასი –  $0,60
1960-იან წლებში არაბეთის გაერთიანებული საემიროები იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, დღის ის არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი. ყველაფერთან ერთად იქ მოქმედებს დიდი სუბსიდიები საწვავზე.  ბენზინის ხელმისაწვდომობის კუთხით, საემირო იკავებს მე-5 ადგილს მნსოფლიოში  – ქვეყანაში დღიური შემოსავალია 108  დოლარი, 1 ლიტრ ბენზინზე იხარჯება  ამ თანხის 0.56%  საშუალოდ ამ ქვეყნის მოქალაქე -მძღოლი მოიხმარს წელიწადში 1107  ლიტრს ბენზინს, რაზეც მას ეხარჯება  შემოსავლის 1,70%. ამ კუთხით ქვეყანა იკავებს 43-ე ადგილს მსოფლიოში.

9. ინდონეზია, 1 ლიტრის ფასი –  $0,67

2016 წელს ინდონეზიის მთავრობამ გააუქმა საწვავის სუბსიდიების დიდი ნაწილი – მათი 90%. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა იკავებს ბენზინის ხელმისაწვდომობის მხრივ 57-ე ადგილს მსოფლიოში. დღიური შემოსავალია ქვეყანაში 11 დოლარია, 1 ლიტრ ბენზინზე იხარჯება  ამ თანხის 6%.  საშუალოდ ინდონეზიელი  მძღოლი მოიხმარს წელიწადში 120  ლიტრს ბენზინს, რაზეც მას ეხარჯება  შემოსავლის 1,99%.

10. რუსეთი, 1 ლიტრის ფასი –  $0,68

2-წლიანი რეცესია რუსეთის ეკონომიკაში ოფიციალურად დასრულდა 2017 წელს, და ითვლება, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ეკომონიკა იზრდება ნავთობზე მაღალი ფასების გამო. რუსეთი შედის მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანათა სამეულში. ბენზინის ხელმისაწვდომობის კუთხით, რუსეთი იკავებს 34-ე ადგილს მნსოფლიოში  – დღიური შემოასვალი ქვეყანაში 30 დოლარია, 1 ლიტრ ბენზიუნზე იხარჯება  ამ თანხის 2,23%. საშუალოდ რუსი  მძღოლი მოიხმარს წელიწადში 329  ლიტრს ბენზინს, რაზეც მას ეხარჯება  შემოსავლის 2,01%. ამ კუთხით ქვეყანა იკავებს 50-ე ადგილს მსოფლიოში.

Bloomberg

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.