“ვინც დღეს რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების პროტესტს ვერ იგებს, პრობლემა აქვს მორალთან” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მათ, ვინც დღეს რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების პროტესტს და ბრაზს ვერ იგებს, სერიოზული პრობლემა აქვთ ჯერ მორალთან და შემდეგ საკუთარი ღირსების გრძნობასთან. ძნელია დაჯერება, რომ ამდენ ადამიანს არაფრად მიაჩნია საჯაროდ სიტყვის გატეხვა და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს იმის გამო, რომ შეჰპირდნენ და შემდეგ, უტიფრად მოატყუეს. მგონია, რომ ეს პიროვნული ღირსების გრძნობის არქონა და მოხერხებული მატყუარას მიმართ ფარული სიმპათია არის დღეს ქართველების მთავარი პრობლემა.

გახსოვდეთ, მატყუარა ხალხს არ უწერია სიკეთე და განვითარება!”- წერს დეკანოზი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.