ვინ ააგო ბოლნისის სიონი და რატომ ითვლება ერთ-ერთ უმთავრეს ქართულ ტაძრად

ბოლნისის სიონს ისტორიულ მნიშვნელობით ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს ძველ ქართულ ეკლესიებს შორის. 1936-1937 წლებში რუსთაველის იუბილის მოსამზადებლად დაიწყო ბოლნისის სიონის ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. ძეგლის გარშემო გაითხარა ტერიტორია და გამოჩნდა შენობის მანამდე დაფარული და უცნობი ფრაგმენტები. მათ შორის უძველესი წარწერა, რომლის მიხედვითაც დადგინდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღი.

“შეწევნითა წმიდისა, სამებისა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათხოვთმეტ წლისა შემდგომად განხეშორაი”; ე.ი ტაძრის შენება დაიწყო პეროზის მეფობის მეოცე წელს და 15 წელიწადში დამთავრდა. ამით დასტურდება, რომ ბოლნისის სიონი აშენებულა მე-5 საუკუნეში, 479-494 წლებში. მეორე წერწერა იხსენებს ტაძრის მაშენებელს დავით ეპისკოპოსს.

როგორც მეცნიერები აღნიშავნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის სიონის ტაძრის უძველეს წარწერაში მითითებული არ არის ვახტანგ გორგასლის სახელი, ტაძარი ქართლის პოლიტიკური და კულტურული აღმავლობის ხანაში აშენდა და უკავირდება ვახტანგ გორგასლის სახელს, რომლის მოღვაწეობისა და ბრძოლის შედეგად ქართულმა ეკლესიამ მიიღო ავოკეფალია. წორედ მან დაარსა ბოლნისის საეპისკოპოსოც.

1634 წელს საპარსელების შემოსევის დროს ტაძარი ძლიერ დაზიანდა. კერძოდ, დიდი ზიანი მიიღო სიონის კამარებმა და დასავლეთ კედელმა, რომელიც მე-17 საუკუნეში როსტომ მეფის და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. მე-17 საუკუნის ბოლოს გიორგი მე-11 ბრძანებით ეკლესია კვლავ შეაკეთეს და მოხატეს. 1702 წელს თბილელი ეპისკოპოსი თბილელ-ბოლნელად იწოდება. მე-18 საუკუნეში ბოლნისის სიონი არაეთრხელ დაარბიეს ლეკებმა.

ბოლნისის სიონი ქართული ხუროთმოძღთრების უძველესი ნიმუშია, იგი აგებულია ფირუზისფერი მომწვანო ტუფით. ტაძარში გამოსახულია ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებები. ერთ-ერთი მათგანია ბოლოებგაფართოებული ჯვარი, რომელიც წრიულ ჩარჩოშია ჩასმული “ბოლონური ჯვრის” სახელით არის ცნობილი.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია