“ვირუსი ლაპარაკის დროსაც გამოიყოფა“ – ამერიკის მთავარი ინფექციონისტის პასუხები ამ დროისთვის მთავარ კითხვებზე

კორონავირუსის გავრცელების დღიდან ამერიკული მედიის ყველაზე ხშირი და სასურველი სტუმარი ამერიკელი იმუნოლოგი და ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩია, რომელიც 1984 წლიდან აშშ–ს ალერგიისდა ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორია, 2020 წლის იანვრიდან ის არის თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრი. მის რჩევებს ითვალისწინებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის დაგეგმვისას. სწორედ მან გადააფიქრებინა დონალდ ტრამპს გადაწყვეტილება აღდგომამდე კარანტინის შეწყვეტის შესახებ და დაარწმუნა, რომ ის მინიმუმ ერთი თვით უნდა გაეგრძელებინა.  ის არის ყველაზე კვალიფიციური ადამიანი ამ სფეროში ამერიკაში და პანდემიის დაწყების დღიდან სხვადასხვა გადაცემების ხშირი სტუმარია. ბოლო ინტერვიუში ის საუბრობს ნიღბების ტარების აუცილებლობაზე, რაც აქამდე თითქოს და აუცილებლად არ ითვლებოდა.

“სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვდის იმის შესახებ, რომ ადამიანები, ვისაც არავითარი სიმპტომი არ აქვთ, შეიძლება იყვნენ ვირუსის გადამტანები და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამის გაკეთება(ვირუსის გადაცემა)შეუძლიათ უბრალოდ ლაპარაკის დროს. ამდენად სულ ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ლაპარაკისას ხმის გამოყოფის სისწრაფესთან ერთად ხდება ვირუსის გამოყოფა, ვირუსი ძალიან შორს არ აღწევს ასეთ დროს, მაგრამ მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია არის აუცილებელი. ადამიანები ისეთი ელემენატრული საქმეეების მოსაგვარებლად გადიან ხოლმე სახლიდან, როგორიცაა სურსათის ან წამლის ყიდვა და უნებლიედ, შესაძლოა, აღმოჩნდენენ ისეთ სიტუაციაში, როცა ძალიან ახლოს დგანან ვირუსის მატარებელ ადამიანთან. ასეთ დროს ტრანსმისია(გადაცემა) შესაძლოა მოხდეს.. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ნიღბები ატაროს, რადგან ორივე, ის ვინც დაინფიცირებულია და ის, ვინც ჯანმრთელია დაიცავს ერთმანეთს.

პირველ რიგში დამცავი ნიღბები ჭირდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა, ამიტომ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მასობრივად დაიწყებს ნიღბების შეძენას, ჩვენი სამედიცინო პერსონალი არ დაზარალდეს, ვინც უშუალოდ იბრძვის კორონავირუსით დაავადებულთა სისცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ არ არის აუცილებელი ასეთი ნიღაბი პროფესიონალური ტიპის იყოს, ეს შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი საშუალება, რომელიც სახეს დაგიფარავთ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა ახალი ინფორმაცია არსებობს, იმის შესახებ, თუ რამდენი ხანი ჩერდება ჰაერში ეს ვირუსი, ან თუნდაც ნივთების ზედაპირზე–მაგალითად პარკების სახელურებზე, რომელიც სასურსათო მაღაზიიდან მოგვაქვს, ქაღალდის ფურცლებზე, ან სხვა ნივთებსა თუ ზედაპირებზე. რა არის ცნობილი ამის შესახებ ამ დროისთვის?

დოქტორი ფაუჩი: კვლევები ჩატარდა კონკრეტულად რადმდენ ხანს ცოცხლობს ეს ვირუსი მეტალზე, ემალზე, სხვა ზედაპირებზე, ტანსაცმელზე… ვირუსი რჩება სხვადასხვა დროის განმავლობაში, შესაძლოა რამდენიმე საათი, 1 ან 2 დღე, თუმცა მისი კონცენტრაცია შესაძლოა იყოს იმდენად მცირე, რომ არ წარმოადგენდეს საფრთხეს. იმისთვის რომ ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხე თავიდან ავიცილოთ, უნდა მუდმივად ვწმინდოთ ის ადგილები, რომელსაც ხშირად ვეხებით სპირტის შემცველი ან სხვა სადეზინფექციო ხსნარებით. რასაკვირველია პირველი რეკომენდაცია ხელები ხშირად დავიბანოთ. მე მაგალიტად 50ჯერ ვიბან ხელებს დღის განმავლობაში…

კითხვა:როდის შეიძლება მოეშვას, მოდუნდეს, ამოისუნთქოს ხალხმა?

დოქტორი ფაუჩი:ჩვენ შესაძლოა შევქმნათ პროგრამა, რომელიც რამდენიმე კვირის პროექციას გააკეთებთ და დავინახავთ როგორ ეშვება ქვემოთ მრუდი, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ვირუსი თავად ქმნის საკუთარ გრაფიკს და, არა მე ან თქვენ, ჩვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით.
ახლა იმ გრაფიკზე, რომლესაც პირველ რიგში ვაკვირდებით, იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა… თუ ეს დასტაბილურდა, იმის მაგივრად, რომ იზრდებოდეს, ამის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია, ინტენსიური თერაპია და სიკვდილიანობაც დასტაბილურდება.

საქმე ისაა, რომ არის ყოველთვის ჩამორჩენა ახალი შემთხვევების სტაბილიზაციასა და სიკვდილიანობის ზრდას შორის. შესაძლოა, პარადოქსულად გამოიყურებოდეს, მაგრამ ასეა: სტაბილიზაციას როცა მივაღწევთ, სიკვდილიანობის მატება კვლავაც გაგრძელდება, სანამ სტაბილიზაციის მაჩვენებელს არ დაეწევა და გაუტოლდება, ერთ დონეზე არ დადგება. და იმის უტყუარი ნიშანი, რომ რაღაც სასიკეთო ხდება იქნება ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლები დაიწყებს კლებას. სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით ნიუ იორკში,ნიუ ორლეანში, ჩიკაგოში, დეტროითში – ვაკვირდებით როდის დაიწყება ახალი შემთხევევების მონაცემთა სტაბილიზაცია. ახლა ძალიან ცუდ ეტაპზე ვართ. იქნება გაუარესება მანამ, სანამ გაუმჯობესება დაიწყება.მინდა ამერიკელებს ვუთხრა და გავამხნევო, რომ მოვლენები უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცველბა და ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ამ კრიზისიდან.

კითხვა: ვიცი არ გიყვართ წარსულზე ლაპარაკი, მაგრამ პირველად როდის მიხვდით რომ ეს ვირუსი უჩვეულო რამაა, რომ არ გავს იმას, რაც აქამდე იცოდით და გაცილებით სერიოზული საფრთხეა?

დოქტორი ფაუჩი: სადღაც იანვარის დასაწყისში, როცა ჩინელებმა განაცხადეს, რომ ეს იყო უბრალოდ ვირუსი, რომელიც ცხოველისგან ადამიანს გადაეცა და რომ ადამინიდან ადამიანზე გადაცემა არ მომხდარა, ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ სინამდვილეში ასე არ იყო…რომ ეს იყო ვირუსი, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. მაგრამ კოშმარული სწორედ ის იყო, თუ როგორ ეფექტურად ახერხებდა ვირუსი ამას, ის მოქმედებდა ძალიან სწრაფად და როდესაც პირველი რიცხობრივი მონაცემები სიკვდილიანობის შესახებ გახდა საჯარო, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს არ იყო არც მეორე SARS არც მეორე MERS, ეს იყო რაღაც განსხვავებული.

კითხვა: უკვე ყველამ ვიცით, რომ ჩინელები არ იყვნენ საკმარისად გამჭვირვალე მონაცემების და ფაქტების მოწოდებაში თავიდანვე. ჩინელები რომ ყოფილიყვნენ უფრო ღია და დანარჩენი მსოფლიოსთვის ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებინათ ამ ვირუსის ბუნების და ზიანის მასშტაბის შესახებ, ეს შეამცირებდა თუ არა იმ გავლენას, რაც ამ პანდემიამ დანარჩენ მსოფლიოზე მოახდინა და კერძოდ შეერთებულ შტატებს მიეცემოდა თუ არა ამით მეტი დრო იმისთვის, რომ შესაბამისად მომზადებულიყო?

დოქტორი ფაუჩი: არ მგონია, რომ რამე შეძლებდა ამ ვირუსის გავრცელების შეჩერებას, ერთადერთი: რომ გვცოდნოდა მაშინ, როდესაც ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩინეთში ვრცელდებოდა, თუ რამდენად სწრაფად გადამდები იყო ის, მე ვფიქრობ სხვა ქვეყანები სწრაფად შეაჩერებდნენ ჩინეთიდან მოგზაურთა რაოდენობას, ეს დაგვიანება გამჭვირვალობაში იყოს გავლენის მომხდენი.

კითხვა:არის თუ არა ეს ჩინეთის ხელისუფლებსი პასუხისმგებლობა?

დოქტორი ფაუჩი: მგონია, რომ დიახ, არის

newsreport.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.