ვისში გადაცვალა ხელისუფლებამ ცხინვალში დატყვევებული ექიმი

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებაზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

“2018 წლის 2 ივლისს თბილისის აეროპორტში დაკავებული ტერორისტი მიიღეს სანაცვლოდ. სულ რაღაც 4 დღით ადრე შეწყალებამდე, რომელმაც ქიმიური ხსნარით 7 საქართველოს მოქალაქე დააზარალა.
რუსეთის მოქალაქის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების დაღვრის ფაქტი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის (ODNI) ოფისის ანგარიშში მოხვდა, დოკუმენტში ცალკე თავი აქვს დათმობილი მასობრივი განადგურებისა და პროლიფერაციის იარაღებს. ამ თავში, 2013 წლიდან განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმებს შორის, ისეთ ფაქტებთან ერთად, როგორიცაა სკრიპალებზე თავდასხმა სოლსბერიში, ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის კიმ ჩენ ნამის მოწამვლა კუალა-ლუმპურში, მოხვდა თბილისის აეროპორტის შემთხვევაც. რუსეთის ხელისუფლებას დიდიხნის განმავლობაში წნეხის ქვეშ ჰყავდა საქართველოს პროკურატურა და სასამართლო. ადამიანმა, რომელმაც ქიმიური იარაღი გამოიყენა შეურაცხადად შერაცხეს და გარკვეული პერიოდი ფსიქიატრიულში ჰყავდათ. ამერიკის დაზვერვის ოფისის ინტერესი რომ არა, ამ ტერორისტის გადაცემა უფრო მოკლე ვადებში იგეგმებოდა. სწორედ ამიტომ მოხდა მისი გამართლება სულ რამდენიმე კვირის წინ, როგორც შეურაცხადის და პატიმრობიდან განთავისუფლების მეორე დღეს საქართველოს უშიშროების სამსახურმა საკუთარი მანქანით მიაცილა ლარსში.
ასე რომ რუსეთი წაგებული არც ამ შემთხვევაში არ დარჩენილა.
კარასინის აბაშიძის შეხვედრის ფორმატს ესწრებოდა ფსბ-ს შეფის ერთ ერთერთი მარჯვენა ხელი ვლადი ჩალიშევი და წყაროს ცნობით, სწორედ მისი მეშვეობით მოხდა ეს გარიგება.
დაინტერსედეს ჟურნალისტური გამოძიება და აუცილებლად მიაგნებენ უამრავ წახნაგებს” ნუგზარ სულაშვილი – FRANCE AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.