“ვის გაუგია ასეთ მძიმე დროს მუთაქაში შეინახო 133 მილიონი? ხალხს შია – არჩევნებისთვის ინახავთ?”

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, პარლამენტში სიტყვით გამოდის:

“სად არის ივანიშვილის 100 მილიონი, არჩევნებისთვის ინახავთ? თუ იმ 80 მილიონივით გინდათ უკან დაუბრუნოთ, რომელიც სტიქიის დროს გადმორიცხა?

სად არის ეს 100 მილიონი, არსებობს კი საერთოდ?

ვის გაუგია ასეთ მძიმე დროს მუთაქაში შეინახო 133 მილიონი? ხალხს შია და ამ დროს ეხმარებით სამშენებლო ბიზნესს? ეს კორუფციული გარიგებაა, გინდათ ეს ოთხი თვე გამოიყენოთ და ეს საერთაშორისო დახმარებები გადარიცხოთ თქვენ მეგობარ კომპანიებთან.

საქართველოს ეკონომიკა იმდენად დაუძლურებულია ბოლო 8 წლის მანძილზე, რომ კორონავირუსმა ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა. საქართველო 2019 წლის მონაცემების მიხედვით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა. მას უსწრებს სერბეთი, ირანი, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბევრი სხვა…

საქართველოში კერძო ბიზნესი კვდება. უმუშევრობა სტატისტიკით არ გაზრდილა, იმიტომ არ გაიზარდა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში თქვენი აქტივისტები საჯარო მოხელეებად აქციეთ და ასი ათასით გაიზარდა საჯარო უწყებებში დასაქმებულები.”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.