ვის ეკუთვნის ქართული კომერციული ბანკები? – მფლობელები და აქტივები

ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი

საქართველოს საბანკო სექტორი 47,183,026,804 ლარის ტოლია, ეს თითქმის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომაა. საფინანსო სექტორი, დღეს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მომგებიანი ნაწილია.

გთავაზობთ სტატისტიკას ქართული ბანკების აქტივების ზომისა და მათი მესაკუთრეების შესახებ.

ვინ არიან ქართული ბანკების მფლობელები – სია წარმოდგენილია ბანკების აქტივების ზომის მიხედვით

1) “თიბისი ბანკი” – მთლიანი აქტივები – 18 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

  • მამუკა ხაზარაძე – 10.25%; 
  • ბადრი ჯაფარიძე – 5.99%; 
  • European Bank for Reconstruction and Development – 8.03%; 
  • JPMorgan Asset Management – 6.21%; 
  • Schroder Investment Management – 6.47%; 
  • Dunross & Co. – 6.61%. 

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 392 მილიონი ლარი

2) “საქართველოს ბანკი” – მთლიანი აქტივები – 17.1 მილიარდი ლარი;

საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი წილების მითითებით:

  • Bank of Georgia Group Plc – 19.77% 
  • JSC BGEO Group – 79.75% 

ბანკის ჰოლდინგური კომპანიის, Bank of Georgia Group PLC ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

Georgia Capital JSC – 19.90%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 390.4 მილიონი ლარი

3) “ლიბერთი ბანკი” – მთლიანი აქტივები – 2.14 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით

  • ირაკლი ოთარ რუხაძე – 30.40%; 
  • ბენჯამინ ალბერტ მარსონი – 30.39%; 
  • იგორ ალექსეევი – 30.39%;

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს – 26.8 მილიონი ლარი.

4) “ბაზისბანკი” – მთლიანი აქტივები – 1.66 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

  • მი ენხვა – 91.56%; 
  • მი ზაიქი – 6.92%; 

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 24.8 მილიონი ლარი

5) VTB ბანკი – მთლიანი აქტივები – 1.65 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

რუსეთის ფედერაციის მთავრობა – 59.34%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 13.6 მილიონი ლარი

6) “პროკრედიტ ბანკი” – მთლიანი აქტივები – 1.5 მილიარდი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

  • Zeitinger Invest GmbH – 17% 
  • KfW – Kreditanstalt für Wiederaufbau – 13% 
  • DOEN Participaties BV – 13% 
  • IFC – International Finance Corporation – 10% 
  • TIAA-Teachers Insurance and Annuity Association – 9% 

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 23.1 მილიონი ლარი

7) “ქართუ ბანკი”- მთლიანი აქტივები – 1.22 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით

უტა ივანიშვილი – 100%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 22.4 მილიონი ლარი

8) “ტერაბანკი” – მთლიანი აქტივები – 1.03 მილიარდი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

  • შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი – 45% 
  • შეიხი ჰამდან ბინ ზაიედ ალნეჰაიენი – 20% 
  • შეიხი მანსურ ბინზაიედ ბინსულტან ალ ნაჰიანი – 15% 
  • შეიხი მოჰამედ ბუტი ალჰამედი – 15%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 20.2 მილიონი ლარი

9) “კრედო ბანკი” – მთლიანი აქტივები – 1.03 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

  • CDC Group PLC (UK) – 7.34% 
  • European Investment Bank (Luxembourg) – 7.34% 
  • International Finance Corporation (USA) – 7.34% 
  • Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) – 7.89% 
  • LFS Advisory GmbH (Germany) – 14.76% 
  • Dr. Bernd Zattler (Germany) – 8.86% 
  • Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) – 6.96% 

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 27.7 მილიონი ლარი

https://bm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.