„ვლადიმერ პუტინი ავაზაკია“ – სენატორი კორი გარდნერი

სენატორი კორი გარდნერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ავაზაკს“ უწოდებს.

„ვლადიმერ პუტინი ავაზაკია და რუსეთი სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა ვცნოთ“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.

ამასთან აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტზე დამსწრე სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

კორი გარდნერის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ვლადიმერ პუტინის მმართველობით შეიჭრა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე;

„ის მხარს უჭერს ასადის სისხლიან რეჟიმს; გვმტრობს ავღანეთში; ჩართულია დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო ომში, მათ შორის 2016 წელს ჩაერია აშშ-ს არჩევნებში. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია სხვა ქმედებებზეც, როგორიცაა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში; 2018 წელს სალსბერიში (გაერთიანებული სამეფო) ქიმიური შეტევის განხორციელებაში; იგი [რუსეთი] ჩვენი აშკარა მოწინააღმდეგეა, რომელიც 2016 წელს ჩაერია აშშ-ის არჩევნებში. მას კვლავაც განზრახული აქვს იგივე გააკეთოს 2020 წელს [აშშ-ში] და ასევე ჩაერიოს მსოფლიოს სხვა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში. მე მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ავაზაკია და რუსეთის ფედერაცია სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად უნდა ვცნოთ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, – განაცხადა სენატორი კორი გარდნერიმ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.