ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან რომ დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს – პომპეო

ამაერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, წერილს აგზავნის მინისტრის სახელზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ შტატები მუშაობს სადამკვირვებლო მისიებთან, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში, COVID 19-ის გამო, მათი უარის მიუხედავად. 

” იმის მიუხედავად, რომ COVID-19-ის გამო, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტეს, არ განათავსონ საერთაშორისო დამკვირვებლები მოკლე პერიოდით არჩევნების დღეს, ჩვენ ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რომ ისინი დააკვირდნენ არჩევნებს​. მათ შორის უზრუნველყონ, გრძელვადიანი პერიოდით ანალიტიკოსებისა და ვირტუალური დამკვირვებლების ჩართულობა, რომლებიც ქართველო კოლეგებთან ერთად იმუშავებენ.” – წერს პომპეო. 

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩოს წარმომდგენლობა თავადაც დააკვირდება საარცევნო პროცესს. 
 

წერილი სრულად : 

„ძვირფასო მინისტრო, მადლობას გიხდით თქვენი წერილისათვის და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველოში მიწვევისათვის.

მე ვიზიარებ თქვენს ყურადღებას, უზრუნველყოთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ამის საუკეთესო გამოცდილებით.

კონკურენტუნარიანი გარემო, საარჩევნო რეფორმების ზუსტი იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებების და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებით, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებების პატივისცემა მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღეს და წინასაარცევნო პერიოდში ასევე არჩევნების შემდგო.

მე ვაფასებ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში მშვიდობიანი ჩამოსვლის ხელშეწყობისთვის.
 

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციას, სრულად განათავსონ სადამკვირვებლო ჯგუფი; ეს ძირითადი ჯგუფი მოიცავს 28 დამკვირვებელს გრძელვადიანი პერიოდით და 350 დამკვირვებელს მოკლევადიანი პერიოდით.
 

ჩვენ, ასევე, ვაცნობიერებთ COVID-თან დკავშირებული ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რის გამოც შესაძლოა, გართულდეს სრულმასშტაბიანი მისიის ორგანიზება.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ეცდება შეარციოს მოხალისეებ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი შეუერთდნენ ODIHR-ის მისიას.

ODIHR-ის მისიის გარდა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საელჩოს გუნდის მხრიდან საარჩევნო დაკვირვებას.

იმის მიუხედავად, რომ COVID-19-ის გამო, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტეს, არ განათავსონ საერთაშორისო დამკვირვებლები მოკლე პერიოდით არჩევნების დღეს, ჩვენ ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რომ ისინი დააკვირდნენ არჩევნებს​. მათ შორის უზრუნველყონ, გრძელვადიანი პერიოდით ანალიტიკოსებისა და ვირტუალური დამკვირვებლების ჩართულობა, რომლებიც ქართველო კოლეგებთან ერთად იმუშავებენ.
 

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც განამტკიცებენ თქვენს დემოკრატიულ ინსტიტუციებს და გააძლიერებენ დემოკრატიულ პროცესებს“,

აქვე აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს წერილი რამდენიმე წუთის წინ  საკუთარ Facebook  გვერდზე გამოაქვეყნა და შემდეგ უცნობით მიზეზით წაშალა. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.