1568283968

ვოლსკი: განა ჩვენ არ დავაშავეთ?! ჯერ თქვი რომ იქნება პროპორციული არჩევნები, შემდეგ ამბობ არას

კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკთან. შეხვედრაზე მან სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები. ასევე გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი.

“აიპრესის” მიერ დასმულ შეკითხვას:”ბოლო დროს საკმაოდ არასახარბიელო მესიჯები წამოვიდა “ქართული ოცნების” მისამართით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან. თქვენ ამას ოპოზიციის მიერ არასწორად ჩატანილ ინფორმაციას აბრალებთ. მაინტერესებს, ფიქრობთ, რომ ჩვენი პარტნიორები ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ ასე ენდნენ სიტყვაზე იპოზიციას? ან თქვენ რამ შეგიშალათ ხელი სწორი ინფორმაციის მიტანაში?” გია ვოლსკი პასუხობს:

“საერთოდ ურთიერთობაში მე არ მინდა გამოვჩნდე როგორც უფროსი და ამიტომ უფრო ლოიალური ვიქნები. პოლიტიკაში და ნებისმიერ სფეროში, თუნდაც ეს იყოს ომი, იქაც არ არის განსხვავება, ჯარისკაცი ჯარისკაცია. თქვენ რასაც მეკითხებით გამოდის, რომ მე ამდენი ტყუილად მისაუბრია, გაცილებით უფრო რთულადაა საქმე.

ჩვენმა პარტნიორებმა ოპოზიციის ნათქვამი ტყუილი შეადარეს რეალურ სიტუაციას და მიხვდნენ, რომ ამის ნიშნები რეალურად არსებობს. მათ ხომ არ იცის მე რას ვფიქრობ. მოდით ასე გეტყვით “გეფი” იყო დიდი და ეს ჩვენი ბრალია. “გეფი იყო უშველებელი”. რეალურად სიტუაცია მართლა ქმნიდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ის ინფორმაცია სწორი უნდა გგონებოდა, განა ჩვენ არ დავაშავეთ მაგით, ჯერ თქვი, რომ იქნება პროპორციული არჩევნები, შემდეგ ამბობ არას. მაგრამ ვერ ახსნი იმას, რომ 24 ივლისიდან 14 ნოემბრამდე არ გაჩერებულა გნიასი, როდესაც დავინახეთ სიტუაცია და მოდელირება გავაკეთეთ, მივხვდით რომ მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ვერასდროს ერთად ვერ შექმნიან მთავრობას და პროპორციული სისტემა უკვე იქნებოდა საშიშროება საქართველოში.”-განაცხადა ვოლსკმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

Tags: No tags

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.