ზაქარია ქუცნაშვილის მამამ 160,000 ლარიანი ტენდერი იმავე უწყებისგან მოიგო, სადაც თავად მუშაობს-ფლანგვის დეტექტორი

ზაქარია ქუცნაშვილის მამამ 160,000 ლარიანი ტენდერი იმავე უწყებისგან მოიგო, სადაც თავად მუშაობს.2016-2019 წლებში ზაქარია ქუცნაშვილს, პარლამენტში თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის რანგში, ხელფასის სახით 196,974 ლარი აქვს მიღებული – აღნიშნულ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, აქტიურად იზრდებოდა ქუცნაშვილისს ქონებაც. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ქუცნაშვილმა 320,700 აშშ დოლარის ბინები და სხვადასხვა ტიპის არასაცხოვრებელი ფართი შეიძინა.

“2018 წელი: 1) 48 კვ.მ საცხოვრებელი ბინა თბილისში – 40,000 აშშ დოლარი ; 2) 16 კვ.მ სარდაფი – 1,000 დოლარი. 3) 915 კვ.მ, ბინა, სარდაფი, ანტრესოლი და სხვენი თბილისში – 230,000 აშშ დოლარი.
2017 წელი: 1) 136 კვ/მ მიწის ნაკვეთი თიანეთში – 5,535 ლარი.
2016 წელი: 1) 60 კვ/მ ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში – 50,700 აშშ დოლარი.

ზაქარია ქუცნაშვილის მამა ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და პარალელურად ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული. იგი შპს “ჯეოინჟინერიგინის” ყველაზე მსხვილი წილის (40%) მფლობელია. 2013-2017 წლებში ამ კომპანიას 749,474 ლარის ღირებულების 11 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ყველა შესყიდვა უკონკურენტო გარემოში შედგა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ 2017 წელს შპს “ჯეოინჟინერინგმა” 160,357 ლარის სახელწიფო შესყიდვა “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან” მიიღო. შესაბამისად, გამოდის, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მამის კომპანიამ ტენდერი იმ სახელმწიფო უწყებისგან მოიგო, სადაც თავადვეა დასაქმებული. აღნიშნული შესყიდვა უკონკურენტო პირობებში გაიმართა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შპს “ჯეოინჟინერინგის” კიდევ ერთი მეწილე თეიმურაზ გოჩიტაშვილი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების გარდა, 2012-2018 წლებში შპს “ჯეოინჟინერინგს” გამარტივებული შესყიდვების სახით 117,476 ლარი აქვს მიღებული,” – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის გავრცელებულ ინფორმაციაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.