კვირა, სექტემბერი 19, 2021
detective
მთავარიტრენდიჰოროსკოპიზოდიაქოს რომელი ნიშნები გაურბიან სიყვარულს მთელი ცხოვრების განმავლობაში?

ზოდიაქოს რომელი ნიშნები გაურბიან სიყვარულს მთელი ცხოვრების განმავლობაში?

მერწყული

ცნობილია, რომ მერწყული ემოციურ გამოხატვას გაურბის. ის თავისუფალი სულის ინდივიდუალია, რომელსაც საკუთარ სამყაროში უყვარს ცხოვრება. მართალია მერწყული უკიდურესად მზრუნველი ნიშანია, თუმცა უჩვეულო კომუნიკაციის უნარის წყალობით, ამას ყოველთვის სწორედ ვერ გამოხატავს. მერწყული მეოცნებე ადამიანია, რომელიც მუდამ ელოდება როდის გამოჩნდება პიტერ პენი. ის გამუდმებით სამყაროს შეცვლაზე ოცნებობს. ბედის ირონიით, მისი სიკეთის კეთების მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ ზედმეტიც კი მოსდის და უნებლიეთ სხვას აზიანებს.

მერწყულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შეიყვაროს ვინმე, თუკი ძლიერ სულიერ კავშირს იგრძნობს. ძალიან ძნელია მისი გაგება, რადგან გამუდმებით გაურბის ემოციების გამოხატვას და შესაბამისად, სიყვარულს. ქვეცნობიერად კი, პარტნიორს იდუმალ ცხოვრებას სთავაზობს. თუკი სხვა ადამიანს არ შეუძლია მისი დამალული სურვილების წაკითხვა, მაშინ მერწყული უბრალოდ ცივდება. მას სხვებზე მეტად სჭირდება პირადი სივრცე, თავისუფალი დრო და მარტო ყოფნა, ძალიან ხშირად კი, პარტნიორს ეს არასწორად ესმის.

ტყუპები

ამბობენ, რომ ტყუპებს ყველაზე ძლიერად უყვარს მანამ, სანამ პარტნიორი მობეზრდება. ეს კი თვეში ორჯერ ხდება… ის ორსახოვანი, მრავალმხრივ განვითარებული ნიშანია. მას სურს თავგადასავლები, ცვლილებები და თავისუფლება. შესაბამისად, უბრალოდ არ შეუძლია ერთ ადამიანზე დამოკიდებულება. ამიტომ, ის გაურბის ყველაფერს, როდესაც იგრძნობს, რომ ეს თავგადასავალი აღარ არის – ის გაურბის სიყვარულს. ტყუპები ვერასოდეს დაკმაყოფილდება მხოლოდ სიყვარულით. ინტერესის შესანარჩუნებლად, მას დრამა სჭირდება.

ტყუპებს შეუძლიათ განდევნოს ის ადამიანი, რომელიც უყვარს, რადგან შესაძლებელია, არასწორად გაიგოს კომფორტის ცნება. კომფორტულად ყოფნა არ ნიშნავს, რომ მოწყენილი ხარ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სიყვარულს ენდობი. არ არის აუცილებელი, რომ რომანტიკული სიყვარული ყოველთვის რთული იყოს. ზოგჯერ სიყვარული სიმშვიდის ყველაზე ძლიერი განცდაა.

ქალწული

ქალწული გაურბის სიყვარულს არა იმიტომ, რომ მიჯაჭვულობის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ ტკივილის ეშინია. მკაცრი გარეგნობის მიუხედავად, ქალწული დაუცველი ნიშანია. ის მალავს საკუთარ გრძნობებს და ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს. ის ისე მოქმედებს, რომ ვერავინ შეძლებს მის გულისტკენას. ქალწული ყველაზე მწვავე კრიტიკოსია და ამიტომ, რთულია მასზე შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ქცევა კი, უბრალოდ მისი ფარია. მას ეშინია ემოციური გახსნის, რადგან ცდილობს, არავინ აღმოაჩინოს მისი სუპერგმირული კომპლექსი. ის პერფექციონისტია, რომელიც ფიქრობს, რომ ემოციები სისუსტის ნიშანია. ამიტომ, მან უნდა ისწავლოს ტკივილის მიღება, სიყვარულის მიღება და რაც მთავარია, აღიაროს, რომ ადამიანია.

გარდა ამისა, ქალწულს უჭირს იმის გაანალიზება, რომ რომანტიკა არ იგეგმება. ზოგჯერ, შესაძლოა სიყვარული არ ჯდებოდეს მისი დღის წესრიგში და არც პარტნიორი იყოს მისტერ სრულყოფილება. მან უნდა აღიაროს ადამიანობა და უარყოს საკუთარი პერფექციონისტული მოთხოვნილებები. სხვა შემთხვევაში, ის გამუდმებით შეეცდება გაექცეს სიყვარულს – ყველაზე ადამიანურ გრძნობას.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
593,763
დადასტურებული შემთხვევები
Updated on September 19, 2021 12:20 am

უახლესი

“როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო” – დღეს...

0
დღეს ცნობილი ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი 75 წლის გახდა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ი უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა...

ჯერ-ჯერობით იგებს პუტინი…

0
ინტერესთა შეუთავსებლობა რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ ჯდება მისი გავლენის სფეროდან დისტანცირებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოაზრებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა საკუთარ...

ათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

0
ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იმ კომპანიისა, რომელიც მისი მშობლების ავტოფარეხში შეიქმნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის კიბოთი  გარდაიცვალა. გასული...

საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა

0
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. მათივე...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...