კვირა, სექტემბერი 19, 2021
detective
მთავარიგართობაFACEBOOKზურაბ გურული: "ნუ ვიქნებით ასეთი გამოციებული ეგოისტები, რა დროს პირადი სიამოვნებებით ტკბობაა,...

ზურაბ გურული: “ნუ ვიქნებით ასეთი გამოციებული ეგოისტები, რა დროს პირადი სიამოვნებებით ტკბობაა, შეჩერდით ადამიანებო და დაფიქრდით! ან საკუთარ თავს რას ერჩით, ან სამშობლოს…”

არჩევნებზე თუ არა, იქნებ ქუჩაში მაინც გავიაზროთ ელემენტარული სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, – წერს ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეკომენდაციების დაცვისკენ საზოგადოებას ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული.

ის სტატუსის დასაწყისში ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ამერიკელი სამხედროების უდიდესი დანაკარგია ბოლო წლების განმავლობაში.

ზურაბ გურულის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“იმ მასშტაბის ტრაგედია, რომელიც ამერიკამ განიცადა გუშინ ავღანეთში დიდი ხანია არ განუცდიათ ამერიკელებს. საზარელი ტრაგედია ტრიალებს ავღანეთშიც და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელ ამომრჩეველთა “საკონტროლო პაკეტმა” ვერ გაითვალისწინა საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების წინაშე, როდესაც ფიზიკურად და გონებრივად დაუძლურებულ ადამიანს ჩააბარა სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მართვაზე; ჩააბარა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა და მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე იდგა და დგას და როდესაც ენერგიული, არაორდინალურად მოაზროვნე ლიდერი იყო საჭირო ქვეყნის და მსოფლიოს სამართავად.

საინტერესოა რას იტყვიან ამ ფიასკოზე ამერიკული დაზვერვის თანამშრომლები, თორემ უბრალო ადამიანები რასაც ამბობენ, ვხედავთ და გვესმის უკვე.
ულმობელია განგება. ულმობლად ლოგიკური. გისამძიმრებ ჩემო ამერიკა!

გისამძიმრებ ჩემო საქართველო კიდევ ერთ შავ და ტრაგიკულ დღეს!

არც შენ დაგინდო განგების ლოგიკამ. არ შეიძლება ქვეყნის ბედი აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ეგოისტებს ჩააბარო და მერე იმედიანად აარიდო თვალი მათ სისულელეებს, იქნება და გადავრჩეო. ასეთ უპასუხისმგებლობას არ პატიობს განგება არავის. ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ყველაზე ძვირფასია, რაც ადამიანს გააჩნია. ეს ფასი სიცოცხლეა!!!

დარწმუნებული ვარ, სულ სხვანაირი პასუხისმგებლობით მივლენ საარჩევნო ყუთებთან ამერიკელები მომავალ არჩევნებზე.
ქართველები?…

არჩევნებზე თუ არა, იქნებ ქუჩაში მაინც გავიაზროთ ელემენტარული სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ; ნუ ვიქნებით ასეთი გამოციებული ეგოისტები, რა დროს პირადი სიამოვნებებით ტკბობაა, საზარელი ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში.

შეჩერდით ადამიანებო და დაფიქრდით!!! ან საკუთარ თავს რას ერჩით, ან სამშობლოს, ერთმანეთზე ხართ გადაბმული, ხომ იცით …”,- წერს ზურაბ გურული.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
593,763
დადასტურებული შემთხვევები
Updated on September 19, 2021 1:20 am

უახლესი

“როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო” – დღეს...

0
დღეს ცნობილი ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი 75 წლის გახდა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ი უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა...

ჯერ-ჯერობით იგებს პუტინი…

0
ინტერესთა შეუთავსებლობა რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ ჯდება მისი გავლენის სფეროდან დისტანცირებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოაზრებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა საკუთარ...

ათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

0
ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იმ კომპანიისა, რომელიც მისი მშობლების ავტოფარეხში შეიქმნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის კიბოთი  გარდაიცვალა. გასული...

საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა

0
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. მათივე...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...